თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

სიახლე


 
თსუ დესპანის პრეზენტაცია სომხურენოვანი სკოლებისთვის
7 მარტი
თანდართულ ფაილში გთავაზობთ თსუ დესპანის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს სომხურენოვანი სკოლებისთვისაა განკუთვნილი/data/image_db_innova/tsudespanisprezentacia somxuri.pdf
ვრცლად »
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!!
4 მარტი
თუ გაინტერესებთ სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ფილოსოფია  და სურვილი გაქვთ მოისმინოთ აღნიშნული თემატიკიდან გამომდინარე ინტერდისციპლინაურლი ლექცია-მოხსენებები თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საზოგადოებრივ მეცნიერებათა სადისკუსიო კლუბი გთავაზობთ 29 მარტიდან ყოველ შაბათს 13:00 სთ-ზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ( ილ. ჭავჭავაძის #1)  ლექციებზე დასწრებას.  მსურველებმა 5 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით გამოგზავნეთ მონაცემები ( სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მშობლის (მეურვის) სახელი და მობილურის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი) ელექტრონულ ფოსტაზე : junior@tsu.ge ლექციებზე დასწრება უფასოა, მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-9 და ზევით კლასის მოსწავლეებს. ლექციები დასრულდება 21 ივნისს კონფერენციით, მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები.
ვრცლად »
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!!
20 თებერვალი
2014 წლის 22 თებერვალს 12 საათზე 206 აუდიტორიაში (მაღლივ კორპუსში) თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლა აახლებს მეცადინეობას და აგრძელებს სალექციო კურსს.  გიწვევთ წინა სემესტრში მსმენელ ყველა მოსწავლეს!!!!  შესაძლებელია შემოგვიერთდნენ მსურველები IX, X, XI
ვრცლად »
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული საინიციატივო ჯგუფი „თსუ ლოგოსი“ და „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ წარმოგიდგენთ
11 თებერვალი
წარმოგიდგენთ პროექტს „ლიტერატურული ჰორიზონტები“ 4-დღიანი ტრენინგ-კურსი განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეებისათვის. ყოველი მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. პროექტის დასასრულს შედგება მოსწავლეთა მიერ ტრენინგის განმავლობაში შესრულებული ნაშრომების პრეზენტაცია. 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან უნივერსიტეტის გამოცემის წიგნებით. მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ
ვრცლად »
თსუ საბავშო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლა
28 იანვარი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი 2006 წლიდან აქტიურად მუშაობს სკოლებთან. მიზანი განათლების საშუალო და უმაღლესი საფეხურის დაახლოვებაა. მიზნის მისაღწევად თსუ საბავშვო უნივერსიტეტი სხვადასხვა
ვრცლად »
თსუ დესპანი 2014
9 იანვარი
პროექტი თსუ დესპანი 2014 იწყება!!!   აპლიკაციების მიღება იწაროებს 8 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით მეილზე junior@tsu.ge . სააპლიკაციო ფორმა განთავსებული იქნება, როგორც ვებ-გვერდ junior.tsu.edu.ge /კატეგორია პროექტები/ ასევე Facebook.com/თსუ-დესპანი/TSU-envoy და Facebook.com/თსუ საბავშვო უნივერსიტეტი, tsu.edu.ge, sms.tsu.ge
ვრცლად »
გვერდი 35, სულ 40. « 1 ... 33 34 35 36 37 ... 40 »