თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული საინიციატივო ჯგუფი „თსუ ლოგოსი“ და „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ წარმოგიდგენთ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული საინიციატივო ჯგუფი „თსუ ლოგოსი“ და „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ წარმოგიდგენთ
11 თებერვალი, 2014
წარმოგიდგენთ
პროექტს
„ლიტერატურული ჰორიზონტები“
4-დღიანი ტრენინგ-კურსი განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
ყოველი მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. პროექტის დასასრულს შედგება მოსწავლეთა მიერ ტრენინგის განმავლობაში შესრულებული ნაშრომების პრეზენტაცია. 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან უნივერსიტეტის გამოცემის წიგნებით.
მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე; გამოგზავნეთ თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი) და მიიღეთ შესარჩევი კონკურსის წერითი დავალება საორგანიზაციო ჯგუფისგან. ტრენინგ-კურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს 10 საუკეთესო მოსწავლე.
ვადები:
რეგისტრაციის დასაწყისი - 10 თებერვალი
თემების გადმოგზავნის ბოლო ვადა - 20 თებერვალი
ტრენინგის ჩატარების ვადები - 24 თებერვალი - 2 მარტი
თებერვლის თვის ტრენინგის თემა:
ექსპრესიონიზმი / კ. გამსახურდია
ტრენინგებს თეორიულ საკითხებში გაუძღვებიან თსუ პროფესორ-მასწავლებლები; პრაქტიკულ კურსს ანალიტიკურ წერაში ჩაატარებს საინიციატივო ჯგუფი „თსუ ლოგოსი“.
ჯგუფის წევრები დაეხმარებიან მონაწილეებს პრეზენტაციების მომზადებასა და მათ ტექნიკურ გამართვაში.

უკან დაბრუნება »