თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

კონტაქტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თსუ–საბავშვო უნივერსიტეტი  
ინფორმაცია საჯარო და კერძო სკოლებისათვის 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სკოლასთან თანამშრომლობას, რითიც მოსწავლეებში სწავლისადმი, მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდას, თვალსაწიერის გაფართოებას  უწყობს ხელს.
2007/8 წლებში,  უნივერსიტეტში სკოლასთან მუშაობის სისტემური და უაღრესად შედეგიანი  პროექტი - „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ ჩამოყალიბდა, რომელიც 2012 წელს ევროპის უნივერსიტეტების საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანებაში (EUCU NET – the European Children's Universities Network) გაწევრიანდა.

თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარეობს „ნორჩთა სკოლების“ პროგრამები მოსწავლეებისათვის - ლექციები, ლაბორატორული მეცადინეობები, კონფერენციები, ვიქტორინები და ა.შ., სისტემატურად ეწყობა გასვლითი ღონისძიებები რეგიონის სკოლებში. 

თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის პროექტებში მონაწილეობა ყველა მსურველს  შეზღუდვის გარეშე, უსასყიდლოდ შეუძლია. შერჩეულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სკოლა უნდა დაუკავშირდეს თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის email: junior@tsu.ge ; პროგრამების კოორდინატორი - დემეტრე მოდებაძე – 597 222 616, ან ცალკეული პროგრამის კოორდინატორს:

ექსკურსიები თსუ-პირველ კორპუსში – კოორდინატორი სანდრო მარუაშვილი  - 599 33 11 23.

ექსკურსიები თსუ  ემიგრაციის მუზეუმში – კოორდინატორი რუსუდან კობახიძე - 591 13 64 73.

ექსკურსიები ზოოლოგიის მუზეუმში – კოორდინატორი მზია ჯაველიძე - 593 51 31 62.

"ნორჩ ეკონომისტთა სკოლა" – კოორდინატორი მარი უკლება – 593 78 02 58;  

„ნორჩ ასტრონომთა სკოლა“ –  კოორდინატორი, პროფ. შალვა საბაშვილი – 595 23 42 09; 

„ნორჩ იურისტთა სკოლა“ – კოორდინატორი შორენა ჩარბაძე - 032  2 25 11 98.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა გიორგი გრიგოლაშვილი – 555 654 140;


გარდა ამ პროგრამებისა, თსუ პერიოდულად ატარებს მოსწავლეთათვის სხვადასხვა სამეცნიერო სკოლებს, მაგ.: გამოყენებით მათემატიკაში, ქიმიაში და ა.შ. ამ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თავსდება თსუ ვებ გვერდზე, მიეწოდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს-ცენტრებსა და როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. 

მარინა ლომოური

თსუ რექტორის მრჩეველი
თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი