თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

სტატისტიკური კვლევებით დაინტერესებულ მოსწავლეთა საყურადღებოდ

სტატისტიკური კვლევებით დაინტერესებულ მოსწავლეთა საყურადღებოდ
10 ნოემბერი, 2015

სტატისტიკური კვლევებით დაინტერესებულ მოსწავლეთა საყურადღებოდ:

პროფ. გროგოლ სოხაძის საინტერესო ლექციამ მრავალ მსმენელს გაუჩინა სურვილი, თვითონაც ჩაატაროს დამოუკიდებელი სტატისტიკური კვლევა.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მიესალმება ამ ინიციატივას და გთავაზობთ აღნიშნული კვლევის ჩატარების ჩარჩოს:

·          კვლევა ტარდება მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის მიერ- არა უმეტეს 3 მოსწავლისა, რომლებსაც შემდგომ მკვლევარი/ები ეწოდება;

·          მკვლევარს/ებს შეიძლება ჰყავდეთ კონსულტანტი;

·          კვლევა შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ გაზომვად საგანს ან მოვლენას;

·          პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი უნდა იქნას კვლევის ორიგინალური მასალა - მონაცემები, დამუშავების ეტაპები, გამოთვლები, გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა;

·          კვლევის მასალის ანალიზისა და დასკვნების ჩამოყალიბების დროს სასურველია ანალოგიური კვლევების შედეგების განხილვა და კრიტიკული შეფასება.

დაუშვებელია:

·          სხვა მკვლევარის/ების მიერ ჩატარებული კვლევის მითვისება და თავისად გასაღება.

მკვლევარებს ვთხოვთ, კვლევის სათაური და კონცეპცია 25 ნოემბრამდე წარმოადგინოთ. დასრულებული სახით კვლევა უნდა წარმოადგინოთ 9 დეკემბრამდე. შემდეგ, დაინიშნება კონფერენცია, სადაც გექნებათ კვლევის პრეზენტაციის შესაძლებლობა.

ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ მოგვმართოთ საკონსულტაციო დახმარებისათვის: ტელ.: 222 36 52;   ელ.ფოსტა:   junior@tsu.ge

აქვე ვაქვეყნებთ სტატისტიკური კვლევის ჩატარებისათვის საჭირო ცხრილს „ C hi-square“ .


უკან დაბრუნება »