თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

Khan Academy

ხანის აკადემიის“ მიმოხილვას ვიწყებთ ამ საინტზე არსებული რესურსების აღწერით, შემდეგ - ნაჩვენებია მათი, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის  მნიშვნელობა და ღირებულება.
რესურსების აღწერა
„ხანის აკადემი“ არის არაკომერცული ორგანიზაცია. საიტის რესურსები ღიაა ყველასთვის, იქნება ეს მოსწავლე, მასწავლებელი, სტუდენტი თუ სხვა. ყველა რესურსი უფასოაა ყველასთვის. უფასოა ამ რესურსების გამოყენება არა მხოლოდ სწავლისთვის. მათი ცვლილებაც შეიძლება, მაგლითად, ვიდეოების სხვა ენაზე დუბლირება. იმ პირობით, რომ შეცვლილი ვიდეო - ისევე როგორც ორიგინალი იყო -იქნება არაკომერციული.
დეტალურად ლიცენზიის შესახებ, იხილეთ აქ>>>
ვიდეო
საიტზე არის 3600-ზე მეტი სასწავლო ვიდეო, რომლთა საშუალო ხანგრძლივობა 10 წუთია. დღეს-დღეობით მათი ნახვის რაოდენობა 210,000,000 აჭარბებს და რიცხვი სულ იზრდება. ვიდეოების უმრავლესობის ავტორი არის სალმან ხანი, ამ პროექტის ავტორი და დამფუძნებელი.  ვიდეოების ბაზა მრავალ სფეროს მოიცავს: მათემათიკა - ალგებრა, გეომეტრია, სტატისტიკა, ტრიგონომეტრია და ა.შ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, ასტრონომია და ა.შ.
კომპიუტერული მეცნიერებები - პროგრამირების საფუძვლები, ანიმაციის შექმნა და ა.შ.
ფინანსები და ეკონომიკა - მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა და ა.შ.
სხვა - ისტორია, ხელოვნების ისტორია და ა.შ.
 
როგორც აღვნიშნეთ ვიდეობის უმეტესობის ავტორი თავად სალმანია. თუმცა ვიდეობს სხვებიც აკეთებენ, ესენი არიან:
Vi Hart-ი, რომელიც მათემათიკაში ძალიან საინტერსო და თვალსაჩინო ვიდეოებს აკეთებს. მან საქმიანობა დაიწყო „ხანის აკადემიისგან“ დამოუკიდებლად, თუმცა ეხლა ერთ გუნდში არიან. Vi Hart-ი თვითონაც ძალიან პოპულარულია YouTube-ზე მას 300,000 მეტი გამომწერი (subscriber) ჰყავს და ვიდეობის ნახვის რაოდენობა 30,000,000-ს უახლოვდება, მაგ.,მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტები (MIT+K12) და სხვები.

პრაქტიკული ამოცანები

ვიდეობის გარდა საიტზე არის პრაქტიკული ამოცანების გაკეთების საშუალება [როგორც მახსოვს, სადღაც 500,000,000 მეტი ამოცანაა გაკეთებული, ვერ გავიხსენე სად ვნახე, რომ გადამემოწმებინა. მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ ნანახ ვიდეოებზე მეტი იყო]. ყველა ამოცანა შემთხვევითობის პრინციპის თანახმად გენერირდება, ასე რომ ამოცანები არასდროს მთავრდება და არც მეორდება. ამოცანებს თან ახლავს მინიშნებები, რომლებიც ერთი დაჭერით ნაბიჯ-ნაბიჯ ხსნიან, თუ როგორ უნდა ამოვხსნათ ამოცანა.
ცალკე აღსანიშნავია კომპიუტერული მეცნიერების პრაქტიკული ამოცანები, რომლის მეშვეობით შესაძლებელია პროგრამირების საფუძვლების დაუფლება და საკუთარი თამაშების შექმნაც კი.
 
საკუთარი სტატისტიკა
ყოველთვის როცა ხსნით ამოცანას, თუ უყურებთ, ვიდეოს საიტზე არსებული სპეციალური პროგრამა აფიქსირებს რა ისწავლეთ, რამდენი დრო დახარჯეთ და სხვა მონაცემებს. ეს მონაცემები პრივატულია და ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლისთვის და მისი „მწვრთნელისთვის“.
 
ცოდნის რუკა
ცოდნის რუკა აჩვენებს ყველა კონცეპციას, რომლის ამოცანებიც გააკეთეთ, აკეთებთ და ჯერ არ გაგიკეთებიათ. შეიგძლიათ დაიწყოთ ამოცანების ამოხსნა რუკაზე ნებისმიერ ადგილას, თან საიტი (თქვენს მიერ ადრე გაკეთებულ ამოცანებზე დაყრდნობით) შემოგთავაზებთ თქვენი ცოდნის დონისთვის ყველზე შესაფერისს. ასევე გაგახსენებთ, როცა გამეორება დაგჭირდებათ.

კლასის მონაცემები
მასწავლებლებს და მწვრთნელებს შეუძლიათ მათი მთლიანი „კლასის“ მონაცემების ნახვა. შესაძლებელია ყველას მონაცემების ერთად დანახვა ან ცალკე აღებული მოსწავლის მონაცემების ნახვა.

ბეჯები
ხან აკდემის ყველა რესურსი გაფორმებულია თამაშის ელემენტებით, რაც ეფექტურად მოქმედებს მოსწავლეების მოტივაციაზე. რეგისტრაციის გავლის
შემდეგ თქვენ იღებთ ბეჯებს ცოდნის მიღებასთან ერთად.

ეს იყო მოკლე აღწერა ხან აკედემის რესურსებისა. აქვე მოკლედ უნდა ითქვას ამ რესურსის გამოყენების პრაქტიკაზე. ამ საიტის გამოყენება მრავალი ფორმით შეიძლება. პირველ რიგში ეს არის ინდივიდუალური გამოყენება, როცა მოსაწავლე (ან თუნდაც ზრდასრული) საკუთარი ინიციატივით ზრუნავს საკუთარ განათლებაზე. ამ მხრივ ბევრი მაგალითია ამ რესურსის ეფექტურად გამოყენების.

მეორე მხრივ, არა ერთი სკოლაა, რომელიც იყენებს „ხანის აკადემიის“ რესურსებს სწავლების ყოველდღიურ პროცესში. ამ ორ კატეგორიას თუ განვიხილავთ როგორც კონტინიუმის ორ ბოლოს, მარტივი წარმოსადგენია, თუ კიდევ რა მრავალი ფორმით შეიძლება ამ რესურსის გამოყენება.

„ხანის აკადემიის“ უპირატესობები
ხაზი უნდა გაესვას „ხანის აკადემიის“ სამ თვისებას რომელიც გამოყოფს მას ამ სფეროში არსებული სხვა რესურსებისგან: 1. მდიდარი ბაზე - საიტზე 3600-ზე მეტი ვიდეოა და რიცხვი იზრდება, 2. სასწავლო ვიდეოს, პრაქტიკული ამოცანების და სტატისტიკის ინტგრირებულობა ერთიან სისტემაში და 3. პრაქტიკული ამოცანების სისტემა აგებულია „დაოსტატების“ პრინციპზე,  ანუ პროგრამაში ჩადებულია შეფასების მექანიზმი, რომელიც ოთხიდან (1. მუშაობს (started), 2. დაოსტატებულია (proficient), 3. საჭიროებს გამეორებას (review) 4. ვერ აკეთებს (struggling)) ერთ-ერთ კატეგორიაში ათავსებს მოსწავლის ამა თუ იმ კონცეპციის ცოდნას.
 
სწავლების დაოსტატების მეთოდს (Mastery Learning) აქვს გარკვეული უპირატესობა კლასიკურ მეთოდთან (Lecture) შედარებით (იხილეთ ვიდეო, 16:00-დან. აქ ნახსენები ბლუმის კვლევა რათქმა უნდა არ იყო ჩატარებული „ხანის აკადემიის“ გამოყენებით. თუმცა ანალოგიის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია განვაზოგადოთ კვლევის შედეგები „ხანის აკადემიაზეც“).
ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ და სხვა კომპონენტებს. ანალიზის გამარტივებისთვის, „ხანის აკდემიას“ განვიხილავთ სწავლების ტრადიციულ მეთოდთან შედარებით. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ამ პროექტის ავტორებს და მითუმეტეს არც ჩვენ, არ მიგვაჩნია, რომ ამ რესურს შეუძლია ჩაანაცვლოს მასწავლებელი, ამას ერთმნიშვნელოვნად გვინდა ხაზი გავუსვათ. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც მასწავლებელს შეუძლია უფრო ეფექტურად წარმართოს სწავლების პროცესი. ამიტომ ქვემოთ მოყვანილი შედარებების -რომლებიც შეიძლება გაზვიადებული იყოს- მიზანია უფრო მაკფიოდ გამოვკვეთოთ ამ რესურსის ღირსებები.


ვიდეო
ვიდეოს ძირითადი უპირატესობა არის მათი მორგებულობა მოსაწვლის სწავლის ტემპზე. ის (მოსწავლე) თვითონ წყვეტს როდის ისწავლოს, შესაბამისად ირგებს ამ რესურს თავის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. ზოგი ახალ ინფორმციის ყველაზე უკეთ საღამოს ითვისებს, ზოგი შუადღეს, ზოგს შეიძლება კოკნკრეტული საათი ჰქონდეს. განსხვავებით კლასში მოცემული ლექციისგან, სადაც მოსწავლეს უნდა თუ არუნდა, მზადაა ამისთვის თუ არა, კონკრეტულ დროს და ადგილას უნდა მიიღოს ინფორმაცია.ვიდეოს გამოყენებით, მოსწავლეს შეუძლია ერთი და იგივე კონცპტი მრავალჯერ მოისმინოს, გაიმეოროს ისევდაისევ. ლექციის დროს, მოსწავლეს კი შეუძლია სთხოვოს გამეორება, მაგრამ მასწავლებელი დიდხანს ვერ შეჩერდება მასზე, მას მთელი კლასისთვის აქვს ასახსნელი ახალი კონცეპტი.
თავისმხრივ, ვიდეოს რაღაც მონაკვეთი მიუხედავათ იმისა, თუ რამდენჯერ მოისმენს მას მოსწავლე შეიძლება დარჩეს გაუგებარი. აქ იკვეთე მასწავლებლის შეუცვლელი როლი. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია მისცეს მოსწავლეებს დავალებად სახლში უყორონ ახალ ვიდეოს, გაეცნონ ახალ კონცეპტს. მეორე გაკვეთილზე, მოსწავლეები მოვლენ უკვე კონკრეტული კითხვებით, მათ ექნებათ უკვე გარკვეული წარმოდგენა ამ კონცეპტზე. და მასწავლებლის ახსნა, ლექცია უფრო ეფექტური, მოსაწავლეებთან წარმოქმნილ სირთულეებზე იქნება მიმართული.

პრაქტიკული ამოცანები და სტატისტიკაპრაქტიკულ ამოცანებთან მოსწავლეებს აქვთ წვდომა ყოველთვის, როცა მათ უნდათ. პროგრამა ყოველ ჯერზე ახალ ამოცანებს ქმნის (გენერირებს) და შეფასებას იმ წამსვე აძლევს. დაოსტატების პრინციპეპებიდან გამომდინარე, პროგრამა მხოლოდ მაშინ ჩათვლის მის შესრულებას წარმატებულად, როცა ზედიზედ (ზოგ ამოცანაში ეს არის 10 ზოგში მეტი ან ნაკლები, გამომდინარე კონცეპტიდან) რამდენიმე ამოცანას შეასრულებს, თან ისე რომ მინიშნებებს არ გამოიყენებს (რომელიც ყველა ამოცანას მოჰყვება). ეს სისტემა არ არის მიმართული, მოსაწავლეების დახარისხებისკენ, ოროსნებად, სამოსნებად, ოთხოსნებად თუ ხუთოსნებად. ის მიმართულია მათთვის უკუკავშირის მიცემისკენ, რომ მათ დაეუფლნენ რაღაც კონცეპტს (proficient), გამეორება სჭირდებათ (review) თუ ვერ აკეთებენ (struggling).
მასწავლებელს ამ ამოცენების გამოყენება მრავალი გზით შეუძლია და ბევრ რამეში ეხმარება. პირველ რიგში დროის მნიშვნელოვან ეკონომიას აკეთებს. მას აღარ უწევს თვითონ შეასწოროს შესრულებული ამოცანები, ის ხედავს ყველა მოსწავლის შესრულებას თავის, „მწრვთლენის“ გვერდზე. მას შეუძლია დეტალურად დაინხოს, თუ როგორ შეასრულა მოსწავლემ ესეთუის კონკრეტული ამოცანა და როდის, რა წამზე რა გააკეთა: სწორად გააკეთა თუ შეცდომით, გამოიყენა თუ არა მინიშნება, ჩართო თუ არ ვიდეო ამოცანის შესრულებისას, რამდენი ხანი დაუთმო ამოცანას და ა.შ. მასწავლებელს შეუძლია დაინახოს როგორც ერთი მოსწავლის შესრულების დონე ყველა კონცეპტში, ან მთლიანი კლასის ერთად.
ამ ინფორმაციების გამოყენებით, მას შეუძლია: კონკრეტულად იმ მოსაწვლესთან მივიდეს -მისთვის უხერხული კითხვების დასმის გარეშე- რომელიც წინ ვერ მიდის და კონკრეტულად იმ საკითხში დაეხმაროს, რისი გაგებაც მას უჭირს; მას შეუძლია სთხოვოს ამ კონცეპტში ძლიერ მოსაწავლეს დაეხმარონ თავის კლასელს და ა.შ. და ამ ყვეფრის გაკეთება, მას შეუძლია მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ის იღებს. ანუ მისი პირდაპირი ურთიერთქმედება მოსწავლეებთან გახადოს უფრო ეფექტური და მომზადებული.
ინფორმაციის გამოყენებით -ესრულებული ამოცანების შესახებ- მასწავლებელს შეუძლია არა მხოლოდ ყოველდღიურ საქმიანობაში, არამედ დაგეგმარებაშიც. საერთო დინამიკის სანახავად, როგორც ცალკე აღებული მოსწავლის ისე მთლიანი კლასის.

ბეჯები

ბეჯების სისტემა დაფუძნებული თამაში მექანიკას. ეს პოზიტიურად მოქმდებს მოსწავლეების სწავლის მოტავიციაზე. ქმნის ჯანსაღი კოკნკურენციის  და კოოპერაციის გარემოს. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია დაყოს კლასი რამდენიმე ქვე ჯგუფად. მისცეს მათ დავალებად რაიმე რთული ბეჯის მოპოვება, ჯგუფმა რომ მოიგოს, მისმა ყველა წევრმა უნდა მიიღოს ეგ ბეჯი. ეს წაახალისებს მოსწავლეებს დაემარონ თავისი ჯგუფის წევრებს.

ვიდეო:
სალმან ხანი: მოდით ახლებურად შევხედოთ განათლებას ვიდეო გაკვეთილების გამოყენებით.
http://www.ted.com/talks/salman_khan_let_s_use_video_to_reinvent_education.html
მასალა მოამზადა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტმა, რაზმიკ ბადალიანმა