თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

საგაზაფხულო სკოლა უფროსკლასელთათვის

საგაზაფხულო სკოლა უფროსკლასელთათვის
17 თებერვალი, 2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  
საბავშვო უნივერსიტეტის საგაზაფხულო სკოლა

„ადამიანი და საზოგადოება“
9 – 13 მარტი, 11.00   –  14.00 სთ.

საგაზაფხულო სკოლა ორგანიზებულია თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ

მოსწავლეები მოისმენენ თსუ-ის პროფესორების ლექციებს, ჩატარდება შეხვედრები და საუბრები მოწვეულ სტუმრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან. განხილული იქნება საზოგადოებისათვის აქტუალური თემები:

•  უნივერსიტეტი / უნივერსიტეტი და საზოგადოება
წიგნი და მისი როლი / ფილმად ქცეული წიგნები
ადამიანის უფლებები /  დანაშაულის პრევენცია
ქალაქის ეკოლოგირუი პრობლემები / ურბანისტიკა და მისი გამოწვევები
ავტოკრატია და დემოკრატია ხელოვნებაში - ცენზურის პრობლემა  / სპორტი & ხელოვნება

თითოეულ თემაზე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ნახონ თემატური პრეზენტაციები და ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მე -9, -10, -11, -12 კლასების მოსწავლეებს. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
მონაწილეობის მსურველმა უნდა დააფიქსიროს მისთვის საინტერესო სადისკუსიო თემა. 

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა. 

მსურველებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე:
რეგისტრაცია იწარმოებს 17 თებერვლიდან - 4 მარტის ჩათვლით
საგაზაფხულო სკოლა ჩატარდება:
9-13 მარტი , 11.00   –  14.00 სთ.

ი.ჭავჭავაძის გამზ. N 1; თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა (პირველი კორპუსის ბაღში), მეორე სართული, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

>>> ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:  597 222 616 ; junior@tsu.ge ; <<<

ზაფხულის სკოლის ხელმძღვანელები და პასუხისმგებელი პირები: 
დოქტ. მარინა ლომოური, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი;
დოქტორანტი დემეტრე მოდებაძე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტების კოორდინატორი.


უკან დაბრუნება »