თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა

ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა
14 მარტი, 2019
17 მარტიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) იწყებს ერთობლივ პროექტს „ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა“.

პირველი თვის განრიგი 



სკოლის მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ლოგიკური აზროვნების უნარი და მეცნიერებებისადმი გაუღვივოს ინტერესი .

სკოლის გაკვეთილები ტარდება სიახლეებსა და ინოვაციებზე აგებული სილაბუსით და თემატიკით.

სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ზოგადი ინტელექტუალური ცოდნის შეძენის ფარგლებში და მოიცავს სხვადასხვა საგნებს ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან.

სკოლაში მოსწავლეები შეისწავლიან უახლეს მიღწევებს ასტრონომიაში, არქეოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში; აქცენტი გაკეთდება ისეთ თემებზე, რაც არ არის შეტანილი სკოლის სახელმძღვანელოებში და საზოგადოების ინტერესს იწვევს. მოსწავლეები შეისწავლიან ხელოვნების ისტორიას, სახელმწიფოთმცოდნეობას, გაეცნობიან ადამიანისა და ბავშვთა უფლებებს, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს ქიმიასა და ფიზიკაში, ამოხსნიან IQ ტესტებს.

სკოლის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან ასევე საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესს, შეხვდებიან საზოგადოებისათვის ცნობილ მეცნიერებს, გაეცნობიან საუნივერსიტეტო მსოფლიო მიღწევებს.

სწავლება მიმართულია მსოფლიოში მეცნიერების მიღწევების გაცნობის, ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, სხვადასხვა დარგის შესწავლისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბების, ბავშვთა IQ-ს გაუჯობესებისკენ.

საგნებს მოსწავლეები მოისმენენ და შეისწავლიან სკოლაში, მათ არ მიეცემათ დავალება სახლში მოსამზადებლად. სწავლების მეთოდია ჯგუფური, სადაც მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა დარგის ინფორმაციას და იქვე კრიტიკულად აანალიზებენ, ინაწილებენ როლებს, ხსნიან ტესტებს, ისმენენ ინფორმაციას და განიხილავენ მას.

სკოლის პროგრამა იმდაგვარადაა შედგენილი , რომ ახალ მოსწავლეებს არ გაუჭირდეთ პროგრამის დაძლევა. ახალი გაკვეთილები შეძლებისდაგვარად არ იქნება დამოკიდებული ძველზე, რათა ახალი მოსწავლეებისთვის პროგრამისათვის დაწევა პრობლემა არ გახდეს . 

პედაგოგები: სკოლაში გაკვეთილებს წარუძღვებიან შესაბამისი დარგის პროფესორები, დოქტორანტები, ასევე სერტიფიცირებული პედაგოგები.


სკოლა იფუნქციონირებს კვირა დღეს 11.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

მეცადინეობა შედგება დღეში 50- წუთიანი 3 გაკვეთილისგან

სკოლა მდებარეობს მისამართზე: ქ . თბილისი , ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


სკოლის სრული კურსის დამთავრების შემთხვევაში მოსწავლეებს გადაეცემათ ორენოვანი ( ქართულ-ინგლისური ) სერტიფიკატი .

 

სკოლა ორგანიზებულია თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და IPEC-ის მიერ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინოვაციურ-პრაქტიკულ საგანმანათლებლო ცენტრს (IPEC) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :

IPECcenter@yahoo.com 

 

ტელ.: 598 58 88 99; 551 59 59 95.



უკან დაბრუნება »