თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ნორჩ ეკონომისტთა სკოლა

ნორჩ ეკონომისტთა სკოლა
19 თებერვალი, 2019
ეკონომიკითა და ბიზნესით დაინტერესებული მოსწავლეების საყურადღებოდ! 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ეკონომისტთა სკოლა იწყებს საგაზაფხულო სემესტრის ლექციათა ციკლს. 
საორგანიზაციო შეხვედრა ჩატარდება 20 თებერვალს, ოთხშაბათს, 16.00 სთ-ზე
შეხვედრაზე ვიწვევთ ეკონომიკისა და ბიზნესისთ მიმართულებით დაინტერესებულ VIII – XI კლასების მოსწავლეებს. 
შეხვედრის დროს მოსწავლეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას თსუ ნორჩ ეკონომისტთა სკოლის სამუშაო გეგმის შესახებ, გაეცნობიან ფაკულტეტის პროფესორებს, რომლებიც უძღვებიან ლექციების კურსს. ჩატარდება ექსკურსია fablab-ისა და ბლუმბერგის ლაბორატორიებში. 
კურსი გრძელდება მთელი სემესტრის განმავლობაში, ყოველ შაბათს, მაღლივი კორპუსის N 206 აუდიტორიაში. სემესტრის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით. 
ამ პროექტში მოსწავლეების მონაწილეობა თავისუფალი და უფასოა
დამატებითი ინფორმაცისათვის შეგიძლიათ დარეკოთ - 577970280
მარი უკლება, „ნორჩ ეკონომისტთა“ სკოლის ხელმძღვანელი 

უკან დაბრუნება »