თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა

იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა
11 თებერვალი, 2019

8-10 მარტს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) ატარებს ერთობლივ საპილოტე ტრენინგს მოსწავლეთათვის „იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა“.

ტრენინგის ფარგლებში პირველ დღეს განხილული იქნება სამართლებრივი საკითხები და შედგება შესაბამისი იმიტირებული პროცესი პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების, მეორე დღეს - კანონის მიღებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, მესამე დღეს - პრეზიდენტის იმპიჩმენტის და მთავრობის უნდობლობის.

ტრენინგს ჩაატარებენ კვალიფიციული პრაქტიკოსი კონსტიტუციონალისტები და თსუ-ის პროფესორები.

ტრენინგის შედეგი: მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობებს, მათი საქმიანობის, არჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების მექანიზმებს.

ტრენინგის ჩატარების თარიღი : 8, 9, 10 მარტი (11.00-14:00 სთ).

ტრენინგის ჩატარების ადგილი : . თბილისი , ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1.

ტრენინგი არის უფასო.

ტრენინგში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ IX-X-XI კლასის მოსწავლეებს.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად და სარეგისტრაციოდ მსურველმა უნდა შეავსოს შემდეგი აპლიკაცია:

>>>> სარეგისტრაციო ბმული <<<<

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი . მონაწილეები შეირჩევიან წარმოდგენილი აპლიკაციის საფუძველზე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი ( ქართულ-ინგლისური ) სერტიფიკატი .

ტრენინგი ორგანიზებულია IPEC-ის და თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის მიერ .

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :

E-mail: IPECcenter@yahoo.com

ტელ: 598 58 88 99 ან 551 59 59 95.


უკან დაბრუნება »