თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

დიდი მოგზაურობები და დიდი აღმოჩენები

დიდი მოგზაურობები და დიდი აღმოჩენები
2 ნოემბერი, 2018
ძვირფასო მოსწავლეებო,

გიოცნებიათ ხანგძლივ, ხიფათებითა და აღმოჩენებით სავსე მოგზაურობებზე?
გიფიქრიათ, რას განიცდიდა კოლუმბი, როცა ახალი, უცნობი მარშრუტით გადაწყვიტა მოგზაურობა? და შემდეგ, როდესაც ხანგძლივი ნაოსნობის შედეგად უცნობ მიწას მიაღწია?
ან მაგელანი, როცა დედამიწის გარშემო მოგზაურობას გეგმავდა? და როდესაც მართლაც იპოვა სრუტე ატლანტიკის ოკეანედან წყნარ ოკეანეში გასასვლელად?
როგორ ადგენდნენ ეს სახელგანთქმული მოგზაურები, ხშირად კი სრულიად უცნობი მეზღვაურები, რუკებს და რა მნიშვნელობა ჰქონდა საიმედო რუკას მაშინ, როდესაც არ იყო ნავიგაციის არც თანამედროვე ხელსაწყოები, არც რადიო და მხოლოდ კომპასით, ასტროლაბიითა და ვარსკვლავების განლაგების ცოდნით იყვნენ შეიარაღებულნი?
ამ ძალზე საინტერესო ამბების შესახებ მოისმენთ ჩვენი ახალი პროექტის - „დიდი მოგზაურობები და დიდი აღმოჩენები“ - სალექციო კურსში, რომელსაც თსუ-ის გეოგრაფიის მიმართულებების პროფესორები და დოქტორანტები გაუძღვებიან. ასევე, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა თვითონ შეადგინონ რუკები, დაამუშაონ თემები, მოამზადონ პრეზენტაციები და წარმოადგინონ დასკვნით კონფერენციაზე.
ლექციები ჩატარდება ოთხშაბათობით, 18.00 სთ-ზე, თსუ-ის პირველი კორპუსის (ი. ჭავჭავაძის გამზ. #1) ბაღში განლაგებულ უწყვეტი განათლების ცენტრის შენობის მე-2 სართულზე. 
პირველი ლექცია ოთხშაბათს, 7 ნოემბერს, 18.00 სთ-ზე გაიმართება. 
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოსწავლეებს მე-6 კლასიდან და ზევით. 
პროექტში მონაწილეობა თავისუფალი და უფასოა.
დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთხოვთ, დარეგისტრირდენ თანდართულ ბმულზე.


უკან დაბრუნება »