თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ნორჩ ეკონომისტთა სკოლა

ნორჩ ეკონომისტთა სკოლა
10 ნოემბერი, 2015

7 ნოემბერს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში მორიგი შეხვედრა ჩატარდა
სკოლის მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ნაცვალაძემ. მოსწავლეებისათვის ადვილად გასგებ ენაზე მან ძალზედ საინტერესოდ ახსნა ეკონომიკის ძირითადი პრინციპები. მოსწავლეებმა მოისმინეს თუ რა არის ზღვრული და ალტერნატიული დანახარჯები, როგორ რეაგირებს პიროვნება სტიმულზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა მნიშვ ნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისათვის საბაზრო ეკონომიკას, როგორ დავიკმაყოფილოთ მოთხოვნილება შეზღუდული რესურსების პირობებში და სხვ. ლექცია ჩვეულზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ აუდიტორია დიდი მონდომებით უსმენდა ქალბატონ მარინას, რომელიც შეგვპირდა მომავალში ამ თემის უფრო ღრმად განხილვას.
დიდი მადლობა მარინა ნაცვალაძეს ამ მნიშვნელოვანი ლექციისათვის.

ლექციები გრძელდება ყოველ შაბათს თსუ მე-11 კორპუსში ( უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი) 12:00 სთ-ზე #206 ოთახში


უკან დაბრუნება »