თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

სკოლის მოსწავლეთა საყურადრებოდ!!!

სკოლის მოსწავლეთა საყურადრებოდ!!!
4 ნოემბერი, 2015

სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და   თსუ- ეკო კლუბი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით , აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის – ,, შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის მიზანია, ტყეებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება.

კონკურსი ჩა არდება სამ ეტაპად .

პირველი ეტაპი - რეგისტრაცია :

კონკურსის ჩატარების ვადები - 2015 წლის 1 ნოემბერიდან  - 1 დეკემბერამდე. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა დაამზადონ ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენისგან,   მაგალითად :  მაკულატურა, პოლიეთილენი, მეტალი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვ ., ისე, რომ არ გამოიყენონ ნედლი ხე ან მისი ტოტები. შეიძლება მხოლოდ ღეროსათვის ხის ჯოხის გამოყენებაკონკურსში მონაწილე სკოლის ოს წავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ნარჩენებისგან შექმნილინაძვის ხისამსახველი ფოტო სურათი (1 ფოტო) გამოგზავნოს მითითებულ ლინკზე: http://goo.gl/forms/qgVr0gS2a8

მეორე ეტაპი - ნამუშევრების გამოფენა :

•             2015 წლის 11 დეკემბერს, . თბილისში გაიმართება აღმოსავლეთ საქართველოდან   შერჩეული ნამუშევრების გამოფენა;

•             2015 წლის 12 დეკემბერს, . ქუთაისში გაიმართება დასავლეთ საქართველოდან შერჩეული ნამუშევრების გამოფენა.

მესამე ეტაპი - დაჯილდოება:

კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება გაიმართება 2015 წლის 25 დეკემბერს,   . თბილისში , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში . საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სამახსოვრო პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ .

 

მოსწავლეების საყურადღებოდ !

1.            ერთ სკოლას შეუძლია შექმნას რამდენიმე ხელოვნური ნაძვის ხე , მათგან აარჩიოს ერთი საუკეთესო და ამ ნამუშევრის ამსახველი ფოტო სურათი გამოგვიგზავნოს .

2.            თითოეულ ნაძვის ხეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი .

3.         ფოტოსურათი უნდა აიტვირთოს http://www.picz.ge/scripts/up.py?lang=geo და შემდგომ გამოიგზავნოს ზემოთ მითითებულ ლინკზე.

კონკურსის წესების დარღვევის შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსიდან მოიხსნება!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდ :

555 25 43 55 - ნანა მეფარიშვილი ;

551 38 44 20 - ნიკა წითელაშვილი ;

ან მოგვწერეთ თსუ- ეკო ლუბის ელ. მისამართზე: tsuecoclub@tsu.ge

 


უკან დაბრუნება »