თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

მოსწავლეთა და მასწავლებელთა საყურადრებოდ!!!

მოსწავლეთა და მასწავლებელთა საყურადრებოდ!!!
4 ნოემბერი, 2015

ალბათ ყველას გაგიგონიათ სახელი „ცერნი“ ( CERN (Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, or European Council for Nuclear Research), the European Organization for Nuclear Research )  - მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ კვლევითი ცენტრის მისიისა და დანიშნულების, იქ მიმდინარე ექსპერიმენტების შესახებ.

თუ გაინტერესებთ, როგორ ცდილობენ ცერნის მეცნიერები პასუხი გასცენ თანამედროვე ფიზიკის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ფუნდამენტურ კითხვებს   -   რა ხდება სამყაროს სიღრმეში? რას სწარმოადგენს შავი ხვრელი? რატომ ვერ ვხედავთ ფარულ მატერიას? როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ განვითარდა დღევანდელობამდე და რას ვარაუდობენ მეცნიერები მისი დასასრულის შესახებ - მობრძანდით თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ღია ლექციაზე, რომელსაც წაიკითხავს ცერნის  კვლევითი ჯგუფის, „ატლას“ (ATLAS )-ის წევრი, ფიზიკოსი ნუგზარ მოსულიშვილი.

ლექცია ჩატარდება 12 ნოემბერს, ხუთშაბათს, 16.00სთ-ზე, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის შენობაში, მის.: თსუ პირველი კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მე-2 სართული. ტელ.: 222 36 52, ელ.ფოსტა: unijunior@tsu.ge


უკან დაბრუნება »