თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!
13 აგვისტო, 2015

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი 2015-2016 აკადემიურ წელს კინო კვირეულით იწყებს.
ნაჩვენები და განხილული იქნება ფილმები, რომელშიც ასახულია სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტები.

კინო კვირეული 7 სექტემბრიდან 13 სექმტემბრამდე ყოველდღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრში გაიმართება.

ნაჩვენები იქნება როგორც ქართული ისე მსოფლიო კინო შედევრები. ყოველი განხილვის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კინო კვირეულში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლებიც დაინტერესებული არიან საზოგადოებრივი მეცნიერებებით  და ფილმებით

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ junior@tsu.ge -ზე

ჩვენების დაწების დროს ადგილს და ფილმების ჩამონათვალს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.


მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ ელექტრონული რეგისტრაცია


უკან დაბრუნება »