თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კონკურსი ,,შექმენი შენი სლოგანი"

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კონკურსი ,,შექმენი შენი სლოგანი"
28 მაისი, 2015

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კონკურსში ,, შექმენი შენი სლოგანი" მოწონებების მიხედვით სამივე თემატურ ჯგუფში (განათლება, გარემოს დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი) გამოვლიდა გამარჯვებულები, II და III ადგილზე გასული სლოგანის ავტორები და სკოლები.

> განათლება

I ადგილი: "ევროპულად განათლდები ერთან ერთად განათდები." -- ლუკა ქვლივიძე, ქ.საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის VII კლასი.

II ადგილი: "პატარა ქვეყნის შვილნი ვართ, ჩვენ ბევრი ცოდნა გვჭირდება" -- სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა VII-ბ კლასი, დიანა ორმოცაძე

III ადგილი: "მიიღე განათლება და სამყარო განათდება!" -- სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლა

> გარემოს დაცვა

I ადგილი: "დაიცავი გარემო, ჩაატანე წყალს გემო." -- ნინი ლობჯანიძე, ქ.საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის VII კლასი

II ადგილი: "თუ ბუნებას ეფერები-ეფერები მომავალს!" -- სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლა

III ადგილი: "თითოეული მწვანე ფოთოლი სიცოცხლის ერთი წამია." -- საბა ხაბარელი, ქ.საგარეჯოს # 4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე.

> ცხოვრების ჯანსაღი წესი

I ადგილი: "თუ გვინდა ვიყოთ უკეთესები, დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესები" -- სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა VI-ა კლასი, მარიამ მურვანიძე.

II ადგილი: "სუფთა საკვები ჯანსაღი სხეულია!" -- სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლა

III ადგილი: "იყავი ჯანსაღი და იცოდე, რომ შენ შენი ქვეყნის ბირთვი ხარ." -- სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლი ბანარი

გამარჯვებულებსა II, III ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ დიპლომები, სიგელები და უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები, მისამართზე თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილ. ჭავჭავაძის # 1 (უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ყოფილი good food-ის შენობა)უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა (მე-2 სართული). შაბათს 30 მაისს 14:00 სთ-ზე
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე ყველა სკოლას და მონაწილეებს


უკან დაბრუნება »