თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

კონკურსი „შექმენი შენი სლოგანი“

კონკურსი „შექმენი შენი სლოგანი“
22 აპრილი, 2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი , ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულებაზე არსებული თსუ ეკო კლუბი და ქ.ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი გთავაზობთ კონკურსს ,,შექმენი შენი სლოგანი“.                                                 

კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას, მიღებული ცოდნის საზოგადოებამდე მიტანას.                                     

კონკურსი სთავაზობს სკოლას, წარმოადგინოს სლოგანი (დევიზი), რომელიც ეხება :

·          გარემოსდაცვით პრობლემატიკას

·          განათლებას

·          ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას 

ინფორმაცია კონკურსის შესახებ


უკან დაბრუნება »