თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები!

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები!
2 თებერვალი, 2015
1918 წლის 8 თებერვალი (ძველი სტილით - 26 იანვარი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა. უნივერსიტეტი ყოველ წელს აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან თარიღს. 

წელს, თსუ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 10 – 13 თებერვალს, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს საზეიმო ღონისძიებებს თბილისისა და რეგიონის მოსწავლეებისათვის.

ამ დღეებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, დაესწრონ ლექციებს პირველ კორპუსში და მეორე კორპუსის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში, ასევე გაეცნონ საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე განლაგებულ საუნივერსიტეტო კომპლექსს, რომელსაც უნივერსიტეტელები „მაღლივს“ ვეძახით.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს და  დაინტერესებულ პირს.

საზეიმო ღონისძიებების განრიგი და პროგრამა:
                  
I.10 თებერვალი, სამშაბათი, 16.00 სთ.
გავიცნოთ უნივერსიტეტი
დღევანდელი თსუ 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით - 8 თებერვალს) დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტია. გავიგოთ, ვის მიერ, რა ვითარებაში, როგორ დაარსდა, როგორია უნივერსიტეტი დღეს ...
                                  

მის.: ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპ. აუდ. #307 (მე-3 სართული);

•გახსნა - რექტორის მრჩეველი, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი, დოქტ. მ.ლომოური
•მისასალმებელი სიტყვა - რექტორი, აკად. ვ. პაპავა
•მისასალმებელი სიტყვა - ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკულტეტის დეკანი, პროფ. დ.თვალთვაძე
•ლექცია „საქართველო - უნივერსიტეტის გახსნის პერიოდში“ - ისტორიის პროფ. მ. ბახტაძე
•ლექცია „თბილისის უნივერსიტეტის გახსნა“ - თსუ ბიბლიოთეკის დირექტორი, დოქტ. ზ.გაიპარაშვილი

II.11 თებერვალი, ოთხშაბათი, 16.00 სთ.
სწავლა და სტუდენტური ცხოვრება 
ალბათ გაინტერესებთ, უნივერსიტეტში სწავლა ძნელია თუ ადვილი,  რა არის გაცვლითი პროგრამები, სტუდენტური კლუბები,  როგორია სტუდენტური ცხოვრება, როგორ ატარებს თავისუფალ დროს სტუდენტი ...  
                                 
მის.: ჭავჭავაძის  გამზ.1, თსუ I კორპ. აუდ. #307 (მე-3 სართული);

•სწავლა უნივერსიტეტში - სტუდენტის უფლება-მოვალეობები - თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამების კოორდინატორი გ.გრიგოლაშვილი
•სწავლა საზღვარგარეთ, უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია მენთეშაშვილი
•სტუდენტური კლუბები - თსუ ეკო კლუბის ხელმ. პროფ. გ.დვალაშვილი, კლუბის პრეზიდენტი, სტუდენტი ნ.წითელაშვილი
•სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტის თავისუფალი დრო - თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამების კოორდინატორი გ.გრიგოლაშვილი

III.12 თებერვალი, ხუთშაბათი, 16.00 სთ.

ლაბორატორია, ექსპერიმენტი, კვლევითი მუშაობა
რა კვლევები ტარდება უნივერსიტეტში, რა არის თეორიული და ექსპერიმენტული მეცნიერება, რა ხდება უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიებში, სადაც თეთრხალათიანი მკვლევარები და მათი მოსწავლეები კვლევით საქმიანობას ეწევიან... 
                                  
მის.: ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ I I  კორპ. ფიზიკის დიდი აუდიტორია

•თეორიული და ექსპერიმენტული მეცნიერება, სტუდენტების მონაწილეობა კვლევებში - სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმ. პროფ. გ.ღვედაშვილი
•მარტივზე სერიოზულად, სერიოზულზე მარტივად - მათემატიკის პროფ. ი.თავხელიძე 
•ექსპერიმენტული ფიზიკა - ატომური ფიზიკის ლაბ. გამგე, დოქტ. რ.ლომსაძე
•სახალისო ქიმიური ცდები - მაკრომოლეკულების ქიმიის ლაბ. გამგე, დოქტ. ე.მარქარაშვილი
                                   
IV.13 თებერვალი, პარასკევი, 16.00 სთ.
სახალისო ლექციები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
ყოველ პარასკევს, VI-XII კლასის მოსწავლეთათვის ტარდება სახალისო ლექციები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. დასწრება თავისუფალია.

მის.: უნივერსიტეტის ქ. 13, თსუ 11 კორპუსი (თსუ მაღლივი კორპუსის პირდაპირ), აუდ.# 010 

•ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სახალისო ლექციების პროგრამის შესახებ  - პროგრამის კოორდინატორი, დოქტ. ხ.კახიანი
•ლექცია „ფიზიკა ფიზიკის გარეთ“ - ფიზიკის პროფ. თ.ნადარეიშვილი              

ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატი


უკან დაბრუნება »