თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ეკონომისტთა სკოლა

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ეკონომისტთა სკოლა
21 ოქტომბერი, 2014

სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

2014 წლის 23 ოქტომბერს, 15.00 სთ–ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში ჩატარდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი „ნორჩ ეკონომისტთა სკოლის “ ღია კარის დღე!

გიწვევთ ყველა სკოლის VIII – XII კლასების მოსწავლეებს!

ამ სკოლაში თქვენ მოისმენთ ძალიან საინტერესო ლექციებს ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ, რომელსაც წაიკითხავენ უნივერსიტეტის პროფესორები, გაეცნობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების  საინტერესო ისტორიას,  თსუ–ში სწავლების სისტემას, ასევე შეხვდებით საინტერესო პიროვნებებს და საშუალება მოგეცემათ ჩაერთოთ საუნივერსიტეტო თუ საფაკულტეტო აქტივობებში.


უკან დაბრუნება »