თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

პროექტი ,,ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ 6"

პროექტი ,,ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ 6"
25 სექტემბერი, 2014
ორგანიზატორები:
  • ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი.
  • თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
  • კორგანის გამგეობა
    მხარდამჭერები:
  • ორდუს გუბერნატორი
  • კორგანის მუნიციპალიტეტი
  • ორდუს უნივერსიტეტი (ODÜ)
  • ანკარის ხელოვან ფოტოგრაფთა კავშირი (AFშAD)
მიზანი: პროექტი ,,ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ" მიზნად ისახავს რამდენიმე კვირის განმავლობაში მასში მონაწილე მოსწავლეების მათემატიკურ დისციპლინებში ზოგადი ცოდნის ამაღლებას, შერჩეულ მოსწავლეთა ჯგუფებისათვის გამოყენებით მათემატიკაში ყოველკვირეული შეხვედრების, ლექციების ჩატარებასა და წარმატებულ მოსწავლეთა მეცნიერებთან შეხვედრას. ასევე, ამ პროექტის მიზანია, მოსწავლეებში ადრეული ასაკიდანვე გააძლიეროს კეთილმეზობლური ურთიერთობები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნის მოსწავლეების მიმართაც.
თარიღი:
7-13 სექტემბერი 2014 წ.
ადგილი:
ორდუ-ყორღანი
მონაწილეთა ვინაობა:
სკოლაში რეგისტრირებული იყო თავიდან 30 მოსწავლე საქართველოდან და 28 მოსწავლე თურქეთიდან.
სასწავლო-სამეცნიერო სკოლში მონაწილეობდნენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მეცნიერები და მასწავლებლები. ამასთან ერთად, თავისუფალი გასაუბრებისათვის და კონცერტის გამართვისთვის პროგრამაში ჩართული იყო ქართველი და თურქი
ხელოვანები. მოწვეული მეცნიერების გაკვეთილები პირდაპირ ითარგმნებოდა მოსწავლეების მშობლიურ ენაზე. პროექტში ჩართული იყვნენ მოსწავლეები მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით. მოსწავლეები კლასების მიხედვით დაიყო ოთხ ჯგუფად, თითოეული 15 მოსწავლის შემადგენლობით. სასწავლო-სამეცნიერო სკოლის სრული კურსის მოსმენის შემდეგ წარმატებული მოსწავლეები–30 მოსწავლე საქართველოდან და 21 მოსწავლე თურქეთიდან– დაჯილდოვდა სერტიფიკატებით.
გაკვეთილების მიმდინარეობის დროს არა მხოლოდ მოსწავლეებს, იმავ დროულად შესაბამისი საგნის მასწავლებლებსა და ლექტორებსაც შეეძლოთ გაკვეთილებს დასწრებოდნენ. ყოველ დღე მეცნიერებთან ჩაის მირთმევის დროს გასაუბრება, გაცნობა და კონსულტაციები ეწყობოდა

უკან დაბრუნება »