თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის და თსუ ეკო კლუბის ერთობლივი კონფერენცია ჯავახეთში

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის და თსუ ეკო კლუბის ერთობლივი კონფერენცია ჯავახეთში
24 სექტემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საბავშვო უნივერსიტეტი“ და ,,თსუ–ეკო კლუბი“ 2014 წლის 24 ოქტომბერს , ჯავახეთის რეგიონში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციას ატარებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების თემატიკაა: ისტორია, გეოგრაფია, კულტურა, ეთნოგრაფია, საზოგადოება.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

 

I.                     2014 წლის 6 ოქტომბრამდე , საკონფერენციო მოხსენების სათაური, ავტორის და ხელმძღვანელის სახელი და გვარი, სკოლის დასახელება, თემის მოკლე რეზიუმე ( სასურველია ქართულ ენაზე) .

 

II.                  2014 წლის 20 ოქტომბრამდე მოხსენების სრული ტექსტი  მისთვის სასურველ ენაზე (ქართული, სომხური, რუსული) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

 

junior@tsu.ge

 

სტატიის გაფორმებისათვის საჭირო მოთხოვნებია:

 

შრიფტი (Sylfaen) - 12;

ინტერვალი - 1,5; ველები: ზედა - 3 სმ, ქვედა - 2 სმ, მარცხენა - 3 სმ, მარჯვენა - 1,5 სმ და ხელნაწერი -1 ეკზ.

სტატიის მოცულობა ნახაზების, წარწერების, ლიტერატურის, რეზიუმესა და ანოტაციასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს 7 გვ.

სტატიას თან უნდა ახლდეს:

ქართულ ენაზე შესრულებულ ნაშრომს ანოტაცია- რუსულ და სომხურ ენაზე

რუსულ ენაზე შესრულებულ ნაშრომს ანოტაცია-ქართულ და სომხურ ენაზე

სომხურ ენაზე შესრულებულ ნაშრომს ანოტაცია- ქართულ და რუსულ ენაზე

   

კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერ იფიკატები


უკან დაბრუნება »