თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და ეკო დებატ კლუბი ბორჯომში

თსუ  საბავშვო უნივერსიტეტი და ეკო დებატ კლუბი ბორჯომში
19 დეკემბერი, 2013
19 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და ეკო-დებატ კლუბი ბორჯომის რაიონს სტუმრობდა. შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მოსწავლეებს შეეხსენებინათ მოსახლეობისთვის თუ რა  დიდ ზიანს აყენებს ეკოლოგიას წიწვვნების მოჭრა. ღონისძიების დევიზი იყო ,,არ მოჭრა ნაძვი".
 ეკო-დებატ კლუბის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა თბილისი-ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელში და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს მინი სოციოლოგიური გამოკითხვა და დაადგინეს საზოგადოების დამოკიდებულება წიწვოვნების მოჭრასთან დაკავშირებით. გაიმართა შეხვედრა ბორჯომის #1 საჯარო სკოლის მე-9 ა კლასის მოსწავლეებთან, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში გადაწვეტილების მიმღებ პირებთან, ღონისძიების ბოლოს შეხვედრა გვქონდა ბორჯომის ახალგაზდობის სახლთან და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დავსახეთ. თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და ეკო დებატ კლუბი აგრძელებს კამპანიას ლოზუნგით: ,,ნუ მოჭრი ნაძვს"
 

უკან დაბრუნება »