თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეთა საყურადღებოდ!

30 ოქტომბერი, 2013
თუ გაინტერესებთ ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, უცხოური ენები, არქეოლოგია, კულტუროლოგია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვა სპეციალობა, გვეწვიეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღეზე, რომელიც ჩატარდება
შაბათს, 2 ნოემბერს, 15.00 სთ-ზე,
თსუ-ის პირველი კორპუსის №206 აუდიტორიაში (მე-2 სართული).

საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ისაუბრებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. დარეჯან თვალთვაძე.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ჭავჭავაძის პრ. 1, თსუ-ის პირველი კორპუსი, აუდ. №206, დასაწყისი 15.00 სთ-ზე.

უკან დაბრუნება »