თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

პროექტის შესახებ

ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მასწავლებლებო, 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა ახალ პროექტში „დღე თსუ-ში“. პროექტი მიმდინარეობს და განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წელს.

* ექსკურსიები უფასოა 

 პროექტი გულისხმობს ექსკურსიებს პირველ კორპუსში, მუზეუმების და ლაბორატორიების დათვალიერებასთან ერთად. 

ექსკურსიაში მონაწილეთა რაოდენობა -  ერთი კლასი (არა უმეტეს 30 მოსწავლისა).

ექსკურსიაში მონაწილეობის შესახებ კლასის დამრიგებელმა ან პასუხისმგებელმა მასწავლებელმა უნდა შეგვითანხმოს ექსკურსიის კვირის დღე და თარიღი, რისთვისაც შეავსოს ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა, და მიიღოს ჩვენგან პასუხი. 

პასუხისმგებელი პირი გაეცნოს ჩვენს მიერ მითითებულ საექსკურსიო განრიგს!
შეთანხმების გარეშე ექსკურსია ვერ ჩატარდება!

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 22 26 16 | junior@tsu.ge