თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ნორჩ ეკონომისტთა სკოლის შესახებ (2017-18)

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლა იწყებს ახალ სასწავლო წელს განახლებული ფორმატით - ეკონომიკის თეორიულ საკითხებს ემატება პრაქტიკული ბიზნეს-საქმიანობის უნარ-ჩვევების დაუფლება, ბიზნეს იდეების დამუშავება და მოდელირება. 
ამისათვის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სთავაზობს მოსწავლეებს სასწავლო-პრაქტიკულ მეცადინეობებს FabLab TSU-ში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქტის ნახაზები, 
შემდეგ კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. ასევე, ფაკულტეტზე შექმნილია Bloomberg-ის ფინანსური ბაზრების ლაბორატორია, რომელსაც  იყენებენ იელის, ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტები, ლონდონის ბიზნეს სკოლა და სხვა. 
ლექციები ტარდება ყოველ შაბათს 12:00 საათზე
თსუ მაღლივი კორპუსი. აუდიტორია #206