თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ სრულფასოვნად მოემზადონ შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა
ზოგადი უნარები
უცხო ენა( ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული)
ისტორია
გეოგრაფია
მათემატიკა
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიური ტესტირებები.

კურსის განმავლობაში აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უნივერსიტეტს, მის საგანმანათლებლო პროგრამებს, მოისმინონ მათთვის საინტერესო ლექციები, მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის სხვადასხვა აქტივობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიის შესახებ.

კურსი იწყება 15 ოქტობერს და დასრულდება 1 ივლისს.

მეცადინეობებს უძღვებიან წარმატებული პროფესორ-მასწავლებლები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით:
ილ. ჭავჭავაძის # 1. თსუ I კორპ. უწყვეტი განათლების ცენტრი
ქეთევან წამებულის გამზირი #55 თსუ VII კორპ.

ან დაგვიკავშირდით:
555 65 41 40
599 58 42 24
abiturienti@tsu.ge