თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

     

 პროექტი "თსუ დესპანი - 2019" იწყება.

 თსუ დესპანი საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

პროექტი 7 წელია ხორციელდება. პროქტში მონაწილეობა   ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.

"თსუ დესპანი - 2019"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრეინინგი, რომლის ჩატარების თარიღს საინფორმაციო შეხვედრაზე გაგაცნობთ.

 პროექტში მონაწილეობის მსურველები 19 დეკემბრიდან - 18 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდით.


>>> სარეგისტრაციო ბმული <<<

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

☎    555-65-41-40; 597-22-26-16

 junior.tsu.ge, Facebook.com/თსუ დესპანი-TSU envoy

მის.: თსუ პირველი კოპრუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული. (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა)