თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ინფორმაცია პროექტის შესახებ: „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“

სასწავლო-სამეცნიერო სკოლა მოსწავლეებისათვის გამოყენებით მათემატიკაში


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ)
ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, მათემატიკასა და ინფორმატიკაში თბილისის საერთაშორისო ცენტრი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებენ მათემატიკის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას მოსწავლეებისათვის „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“. 

სკოლა უკვე მესამედ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 4 ჯგუფი, 10-10 მოსწავლე ჯგუფში, სულ 40 მოსწავლე. 
  
პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ისახავს მიზნად გააცნოს სკოლის მოსწავლეებს  მათემატიკის გამოყენებითი ასპექტები, მოაწყოს შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან, ჩართოს დაინტერესებული მოსწავლეები სამეცნიერო მუშაობაში (შესაძლებლობის ფარგლებში). 

უკანასკნელად, 2013 წლის 1 – 12 ივლისს, სკოლის მუშაობაში ჩართულნი იყვნენ არა მარტო საქართველოს, არამედ თურქეთის რესპუბლიკის მოსწავლეებც. მათ მასწავლებელი და რამდენიმე ჟურნალისტიც ახლდათ, რომლებიც დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ სკოლის მიმდინარეობას.

სკოლა წარმატებით ჩატარდა, სტუმრები მასპინძელ მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ ლექციებს, სხვადასხვა მეცადინეობებს. სპეციალურად მათთვის მოეწყო ექსკურსიები თბილისის, ახალციხის მუზეუმებში. მონაწილეობა მიიღეს კონსერვატორიაში ჩატარებულ კონცერტში. დაათვალიერეს ქ.ჭიათურაში აღმოჩენილი კარსტული მღვიმე, რომელსაც უნივერსიტეტის საპატივსაცემოდ, “თსუ-95” სახელი აქვს მინიჭებული.

თურქი მოსწავლეების მონაწილეობამ თბილისში ჩატარებულ მათემატიკის სასწავლო-სამეცნიერო სკოლაში ართვინის მხარის საზოგადოების დიდი ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. თურქმა ჟურნალისტებმა ფართოდ გააშუქეს ეს მოვლენა. 

მოსწავლეებისათვის განკუთვნილი მათემატიკის სასწავლო-სამეცნიერო სკოლის „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ქართველი და თურქი ინიციატორები შეხვედრების მასშტაბის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას გეგმავენ.