ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბავშვო უნივერსიტეტის
ზამთრის სკოლა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი 2006 წლიდან აქტიურად მუშაობს სკოლებთან. მიზანი განათლების საშუალო და უმაღლესი საფეხურის დაახლოვებაა. მიზნის მისაღწევად თსუ საბავშვო უნივერსიტეტი სხვადასხვა გზას ირჩევს; ლექცია- სემინარები, ექსკურსიები, კონფერენციები და ა.შ. თსუ საბავშვო უნივერსიტეტს მიზნის მისაღწევად ზამთრის სკოლა ერთ-ერთ საშალებად ესახება.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის შეთავაზება სკოლებს
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი საჯარო და კერძო სკოლებს თებერვალში ზამთრის სკოლას სთავაზობს. აღნიშნულ პროექტში გაერთიანებულია უნივერსიტეტში არსებული ყველა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს თბილისის მასშტაბით უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისის სკოლებში ზამთრის სკოლების ორგანიზებასა და ჩატარებას. თბილისში თსუ საბავსვო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლას #53 საჯარო სკოლა უმასპინძლებს. პროექტის მეორე ეტაპია [1] თსუ რუსთავის საბავშვო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის ჩატარება რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებისთვის ქ. რუსთავში უნივერსიტეტის შენობაში. რუსთავის ზამთრის სკოლაში მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60-ს.
პროექტის პროგრამა
I. დღე. სამოქალაქო განათლება |
Ø 10 :00-10 :15 ზამთრის სკოლის გახსნა Ø 10 :15-12 :45- ლექცია თემაზე- ადამიანის ბუნება თავისუფლებიდან ინდივიდუალიზმამდე Ø 12 :45-13 :45-შესვენება Ø 13 :45-14 :15- ლექცია თემაზე- სამოქალაქო განათლება, როგორც ძალაუფლების და მართვვის ფორმა
|
II. დღე. ცხოვრების ჯანსაღი წესი |
Ø 10 :00-11 :30- ლექცია თემაზე-პირველადი სამედიცინო დახმარება. Ø 11 :30-12 :30-შესვენება Ø 12 :30-14 :00- ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება |
III. დღე. არაფორმალური გაერთიანებები |
Ø 10 :00-12 :00- თსუ ეკო დებატ კლუბი და თსუ სადისკუსიო კლუბი Ø 12 :00-13 :00- შესვენება Ø 13 :00-14 :30- ფილოლოგთა კლუბი |
IV. [2] დღე. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები |
Ø 10 :00-11 :30- ლექცია თემაზე- ასტრონომია Ø 11 :30-12 :15- ექსკურსია უნივერსიტეტში Ø 12 :15-13 :00- შესვენება Ø 13 :00-13 :45- პრაქტიკული ფიზიკა Ø 13 :45-14 :15- შესვენება Ø 14 :15-15 :00- პრაქტიკული ქიმია |
V. დღე. ჰუმანიტარული მეცნიერებები |
Ø 10 :00-11 :30- ლექცია თემაზე- დამოუკიდებლობის 1000 დღე Ø 11 :30-12 :30- შესვენება Ø 12 :30-14 :00- ლექცია თემაზე- ქართული ხუროთმოძღვების ისტორია |
VI. დღე. სამოქალაქო განათლება |
Ø 10 :00-11 :30- ლექცია თემაზე-მოზარდი და სამართალი- ძირითადი სამართლებრივი აქტები. Ø 11 :30-12 :30- შესვენება Ø 12 :30-14 :00- პრქტიკული ლექცია თემაზე-როგორ ავაწყო წარმატებული ბიზნესი Ø 14 :00-15 :00-ზამთრის სკოლის დახურვა, მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემა. |
პროექტის მესამე ეტაპზე უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია, სადაც მოსწავლეები ზამთრის სკოლაში მოსმენილი ლექციებიდან გამომდინარე მოამზადებენ საკონფერენციო თემას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მარინა ლომოური თსუ საბავშვო უნივერსიტეტის
კოორდინატორი; რექტორის მრჩეველი 577 24 45 24
გიორგი გრიგოლაშვილი 555 65 41 40 თსუ საბავშვო უნივერსიტეტის
პროგრამების და პროექტების კოორდინატორი