თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG
თსუ რუსთავის საბავშვო უნივერსიტეტი აგრძელებს პროექტს რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებისთვის. რუსთავის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სადისკუსიო კლუბმა შემოდგომის სესია პარლამენტის სხდომის მოდელირებით დაასრულა.
პარლამენტის მოდელირებას წინ უძღოდა 5 ლექცია, რომელთაგან 4 დაეთმო იდეოლოგიების განხილვას (ლიბერალიზმი, სოციალიზმი, სოციალ-დემოკრატია, კონსერვატიზმი, ახალი მემარჯვენეები, მესამე გზა, ლეიბორისტები), ხოლო 1 ლექცია მოდელირების მომზადებას. 
პარლამენტის მოდელირება შემდეგი განრიგით წარიმართა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ რუსთავის საბავშვო უნივერსიტეტი .

პარლამენტის სხდომის მოდელირება .

 

დღის წესრიგი

14:00-14:05- პარლამენტის სხდომის გახსნა

14:05-14:15- პარლამენტის თავმჯდომარის და ვიცე სპიკერის არჩევა

14:15-14:20- სხდომის დღის წესრიგის გაცნობა

14:20-14:40- განათლების მინისტრის მოხსენება. განათლების ეროვნული პოლიტიკის საკითხები

14:40-14:55- რეპლიკები. დისკუსია

14:55-15:10- პარტიების კონსულტაციები

15:10-15:25- პარტიის წარმომადგენლების მოხსენებები

15:25-15:40- არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენება

15:40-15:45- მინისტრის შეჯამება

15:45-15:50-პარლამენტის თავმჯდომარის შეჯამება

15:50-15:55- კენჭისყრის პროცედურა

15:55-16:00 -სხდომის დახურვა მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემა







გაზაფხულის სეზონი თსუ რუსთავის საბაშვო უნივერსიტეტში მარტის ბოლოს განახლდება.