თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ინფორმაცია პროექტის შესახებ

თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი პროკურატურის ერთობლივი პროექტი "სამართლის საფუძვლები მოსწავლეებისათვის"

ძვირფასო მეგობრებო,

როგორც იცით,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თანამშრომლობა სკოლებთან მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. 

 ახალ პროექტში, რომელიც გულისხმობს სამართლის ლექციებს სკოლებში, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი, გენერალური პროკურატურის პროექტ "საზოგადოებრივ პროკურატურასთან" თანამშრომლობს. გთავაზობთ ერთობლივ სალექციო კურსს. 

ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებს. ამისათვის, სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი ან პასუხისმგებელი მასწავლებელი უნდა დარეგისტრირდეს თანდართულ ბმულზე და მიიღოს ჩვენგან პასუხი.

შეთანხმების გარეშე პროექტი ვერ განხორციელდება! 
პროექტში მონაწილეობა უფასოა!
საკონტაქტო ინფრომაცია: 597 222 616 | junior@tsu.ge