თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ღია კარის დღე

ღია კარის დღე
17 სექტემბერი, 2019
  19 სექტემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე - საბავშვო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის.
მოეწყობა სახალისო ექსპერიმენტები:
  • ქიმიაში
  • ბიოლოგიასა და ფიზიკაში
  • ზოოლოგის და მინერალოგიის მუზეუმების მცირე ექსპოზიციები
  • იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები.
  16.00 საათზე თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომლი თორნიკე ქადეიშვილი წაიკითხავს პოპულარულ ლექციას მათემატიკაში - მათემატიკა ყველგან: ნიუტონის ქრონოლოგია; მარტივი წინადადების ტოპოლოგია; მოსახლეობის ზრდის ექსპონენციალური და ჰიპერბოლური მოდელები.
  17.00 საათზე გაიმართება თსუ პროფესორის გიორგი დვალაშვილის ლექცია- ბუნებრივი ძეგლების როლი ტურიზმის განვითარებაში.
  მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო
 

უკან დაბრუნება »