თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

„Et Cetera“ სპექტაკლი „გოგოები+“

„Et Cetera“ სპექტაკლი „გოგოები+“
17 მაისი, 2019

პრესრელიზი

     ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ბიბლიოთეკა მართავს საბავშვო ღონისძიებების კვირეულს, რომლის ფარგლებში,   30 მაისს,   ჩატარდება   ბავშვთა   და მოზარდთა თეატრ-სტუდიის „Et Cetera“ სპექტაკლი „გოგოები+“. სპექტაკლზე დასწრება შეეძლებათ 11+ ასაკის   საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ასევე თანამშრომლების შვილებს.   ღონისძიების დასაწყისში დარბაზის ფოიეში   მოსწავლეებს შეხვდებიან თეატრისა და კინოს მსახიობები: მარიამ ჯოლოგუა, ნათია კვაშალი, სალომე ჭულუხაძე. შესაძლებელი იქნება მათთან გასაუბრება და სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

 

 

 

მისამართი:   ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი,

13:30 საათი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - საკონტაქტო ინფორმაცია

577385756

Khatuna.chugoshvili@tsu.ge

სპექტაკლის შესახებ

სპექტაკლის სახელწოდება : " გოგოები +" ბავშვთა და მოზარდთა თეატრ - სტუდია "Et Cetera..."- სპექტაკლი .

დადგმა : მარიამ ჯოლოგუა , ნათია კვაშალი , სალომე ჭულუხაძე.

ვოკალი : ია შუღლიაშვილი.

ქორეოგრაფია : ქეთი ასათიანი , მაკა ძაგანია , ლაშა რობაქიძე.

მონაწილეობს სტუდია "Et Cetera..."- საშუალო ასაკობრივი ჯგუფი (14-16 წ. ). 15-17 მონაწილე .

მაყურებლის ასაკობრივი კატეგორია : 11+.

სპექტაკლის ხანგრძლივობა : 50 წუთი.

სპექტაკლი ეხება თანამედროვე მოზარდების (" თინეიჯერების ") ყოფაცხოვრებას , მათ ინტერესებს , განცდებს , პრობლემებს , ტკივილსა თუ სიხარულს . შევეცადეთ , მაქსიმალურად შევხებოდით ყველა იმ პრობლემას , რასაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან სახლში , სკოლაში , ქუჩაში და . : ბულინგი , დაცინვა , არათანასწორი ურთიერთობები , კომპლექსები ან პირიქით , თვითტკბობა , მასასთან გაიგივება და პიროვნული აზრის არქონა , ყურადღებისა და კომუნიკაციის სიმწირე , ინტერნეტ სივრცესთან მიჯაჭვულობა და . . სტრუქტურულად .

სპექტაკლი შედგება თვითონ მონაწილე ბავშვებისა და პედაგოგების ერთობლივი , მოკლე ისტორიებისაგან , ეტიუდებისგან . ეს ამბები უშუალოდ გადახდენიათ სპექტაკლის მონაწილე ბავშვებს , მათ კლასელებს , მეგობრებს , ნაცნობებს ... აქედან გამომდინარე ძალიან ახლობელი და გასაგებია ყველა მათი თანატოლისათვის . თუმცა , რასაკვირველია , ყოველგვარი კონკრეტული იდენტიფიცირების გარეშე . ზემოთ ჩამოთვლილი თემები , რომლებიც , შეიძლება ითქვას , მძიმეა მოზარდებისათვის , ასახულია ძალიან მარტივად , ფაქტობრივად , მიუზიკლის ჟანრში . სპექტაკლში ბევრია ცოცხალი ვოკალური შესრულება და ქორეოგრაფიული მონახაზები , რაც მთლიანობაში ქმნის გასართობ , მსუბუქ ფონს და სწორედ ამ ფორმითაა მოწოდებული პრობლემებიც , რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ . სპექტაკლში თითქმის არაა ტექსტი . მუსიკალური საუნდთრექი არის თაობის კუმირის , ფრედი მერკურის და სხვა თანამედროვე შემსრულებლების სიმღერები და კომპოზიციები , რაც მეტ აქტუალურობას შესძენს სპექტაკლს თინეიჯერებისათვის .

ამა წლის მაისში სპექტაკლი მიწვეული და წარმოდგენილი იყო ჩეხეთში , კარლოვი - ვარში , საერთაშორისო ფესტივალზე ( სხვა მონაწილე ქვეყნები : გერმანია , ისრაელი , ალჟირი , ლიტვა , სლოვენია , სლოვაკეთი , ჩეხეთი ) და დიდი მოწონება დაიმსახურა . აღმოჩნდა , რომ პრობლემები , რომლებსაც ჩვენ თანამედროვე ქართველი ბავშვების წინაშე ვხედავთ , საყოველთაო და კიდევ უფრო აქტუალური ყოფილა .

 


უკან დაბრუნება »