თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან

17 მაისი, 2019

პრესრელიზი

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ბიბლიოთეკა მართავს საბავშვო ღონისძიებების კვირეულს, რომლის ფარგლებში   სამშაბათს, 28 მაისს 11 :00 საათზე, ვუმასპინძლებთ   11-15 წლის ასაკის მოსწავლეებს. მათ ბიბლიოთეკაში დახვდებათ თანამედროვე საბავშვო მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელიც ბავშვებს გააცნობს თავის შემოქმედებას და წაუკითხავს მოთხრობებს, გაიმართება დისკუსიები.

შეხვედრის მეორე ნაწილში კი მოსწავლეები დაათვალიერებენ ბიბლიოთეკას, მოისმენენ საინტერესო ინფორმაციას ბიბლიოთეკის ისტორიის შესახებ,   გაეცნობიან   ფონდებში დაცულ უნიკალურ წიგნებსა და კოლექციებს.


უკან დაბრუნება »