თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ღია კარის დღე 21 მარტს

ღია კარის დღე 21 მარტს
16 მარტი, 2019
21 მარტს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე. 

მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური საბაკალავრო პროგრამების შესახებ. კერძოდ:
➡️ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის;
➡️დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროგრამის;
➡️ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან, თითოეული საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელთან, ლექტორებთან და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს, ღონისძიებებს, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებსა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11 უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი. აუდიტორია N304

უკან დაბრუნება »