თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ექსკურსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ექსკურსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
5 მარტი, 2019
ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მასწავლებლებო, 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ ექსკურსიას პირველ კორპუსსა და მუზეუმებში.

თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი. (სასწავლო კორპუსი N1. თბილისი, ი . ჭავჭავაძის გამზ. N1)
მინერალოგიის მუზეუმი (სასწავლო კორპუსი N11. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N13) 

* ექსკურსიები უფასოა 

ექსკურსიაში მონაწილეთა რაოდენობა -  ერთი კლასი (არა უმეტეს 30 მოსწავლისა).

ექსკურსიაში მონაწილეობის შესახებ კლასის დამრიგებელმა ან პასუხისმგებელმა მასწავლებელმა უნდა შეგვითანხმოს ექსკურსიის კვირის დღე, თარიღი და საათი. რისთვისაც შეავსოს ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა და დაგვიკავშირდეს სასურველი დღის შესათანხმებლად.


შეთანხმების გარეშე ექსკურსია ვერ ჩატარდება!

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 22 26 16 | junior@tsu.ge

უკან დაბრუნება »