თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ვისწალოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით

ვისწალოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით
3 დეკემბერი, 2018

9-1 2 იანვარს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) ატარებს ერთობლივ საპილოტე ტრენინგს მოსწავლეთათვის „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, თითოეულ უფლებაზე განხორციელდება როლური თამაში, სადაც მსმენელები უკეთესად აღიქვამენ თავის ადგილს ცხოვრებაში და გაეცნობიან უფლებების დაცვის გარანტიებს, ასევე მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ სასამართლო პროცესის მოდელირებაში.

ტრენინგს ჩაატარებენ კვალიფიცირებული პრაქტიკოსი იურისტები (მოსამართლე, პროკურორი) და თსუ პროფესორები.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ ინფორმაცია ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე, დანაშაულსა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის სხვა აქტუალურ საკითხებზე, რასაც მოზარდებისათვის არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ, პირველ რიგში, პრევენციული მნიშვნელობა აქვს.

ტრენინგის ჩატარების თარიღი : 9-10-11-12 იანვარი (11.00-13:00 სთ).

თარიღი

ტრენინგის თემატიკა

09.01.19.

ადამიანის პირადი უფლებები და თავისუფლებები: თანასწორობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სიცოცხლის უფლება, სიტყვის თავისუფლება, ღირსება, ოჯახური ძალადობის პრობლემა.

10.01.19.

სისხლის სამართლის საპროცესო უფლებები: დაკავება, პოლიციასთან ურთიერთობა, დაპატიმრება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, უფლებები სასამართლოში, გამოძიება, მტკიცებულებები, ადვოკატის, პროკურორისა და მოსამართლის კომპეტენციები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

11.01.19.

საარჩევნო უფლებები, შეკრების თავისუფლება, შრომის თავისუფლება, განათლების უფლება, ოჯახის წევრთა უფლებები.

12.01.19.

სასამართლო პროცესის მოდელირება

 

  მის.: . თბილისი , ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, უწყვეტი განათლების ცენტრი.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად და სარეგისტრაციოდ მსურველმა უნდა შეავსოს განცხადებაზე თანდართული სააპლიკაციო ფორმა და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.

>>>> სარეგისტრაციო ბმული <<<<

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 დეკემბერი. მონაწილეების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე. შედეგები გამოქვეყნდება 5 იანვრამდე, ასევე, უშუალოდ ეცნობება შერჩეულ აპლიკანტებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი ( ქართულ-ინგლისური ) სერტიფიკატი .

ტრენინგი ორგანიზებულია თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და IPEC-ის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :

IPECcenter@yahoo.com

junior@tsu.ge

ტელ.: IPEC - 598 58 88 99 ან 551 59 59 95;    თსუ საბავშვო უნივერსიტეტი - 597 22 26 16


უკან დაბრუნება »