თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ

ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ
22 ოქტომბერი, 2018
“ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ"
  საშემოდგომო ყოველკვირეული სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში
14 ოქტომბერი – 23 დეკემბერი, 2018 წ.

ზოგადი ინფორმაცია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“. სკოლაში მეცადინეობა მიმდინარეობს  კვირაობით 2018 წლის 14 ოქტომბერიდან – 23  დეკემბრის ჩათვლით. მონაწილე მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის შესამოწმებელი კონფერენცია ჩატარდება 25 დეკემბერს 12:00-ზე ბიოლოგების კორპუსი, 319 აუდ.-ში.

მიზანი: პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“-ის მიზანია ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ყოველკვირეული შეკრება – ლექციები გულსხმობს გამოყენებითი მათემატიკის , ფიზიკის, პროგრამირების, ინჟინერიისა და სხვა მასთან დაკავშირებული საბუნებისმეტყველო-ტექნიკური დარგების ელემენტების სწავლებას, მათემატიკის მიმართულებით სასკოლო მასალის ათვისებაში არსებით დახმარებას, ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას. 

საკონსულტაციო კომიტეტი:  პროფ. თამაზ ვაშაყმაძე, პროფ.ომარ ფურთუხია, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ქეთევან ჭკუასელი, პროფ. გურამ ბერიშვილი, პროფ. ეთერ ღვინერია, დოქტ. მარინა ლომოური,  ბ-ნი იუსუფ ფ. გიულვერი.

საკონტაქტო პირები: პროექტის კოორდინატორი: ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51) ,  დამხმარე კოორდინატორი: ჟუჟუნა ცქიფურიშვილი (598 769 891)

უკან დაბრუნება »