თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ზაფხულის სკოლა 2018

ზაფხულის სკოლა 2018
24 მაისი, 2018


  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  

საბავშვო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა 

თსუ 100


„ადამიანი, საზოგადოება და დედამიწა“


18 – 28 ივნისი, 11.00   –  14.00 სთ.


საბავშვო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლა ორგანიზებულია თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტისა და აბიტურიენტთა სამსახურის მიერ. 


მოსწავლეები მოისმენენ თსუ-ის პროფესორების ლექციებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან, ჩატარდება შეხვედრები და საუბრები მოწვეულ სტუმრებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მწერლებთან. განხილული იქნება საზოგადოებისათვის აქტუალური თემები:


•  უნივერსიტეტი და დამოუკიდებლობა

წარმატების გაგება სკოლაში : მოსწავლე - მასწავლებელი - მშობელი;

ადამიანი - ევოლუციის პროდუქტი;

თანამედროვეობის მხატვრული და მეცნიერული მიღწევები;

ადამიანის უფლებები; 

მოზარდი - ფსიქოლოგიური პრობლემები, დანაშაულის პრევენცია;

ერთგვაროვანი და მრავალფეროვანი საზოგადოება - ავტორიტარიზმი და დემოკრატია;

დედამიწის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები;

ლოკალური ეკოლოგიური გამოწვევები და სხვ.


თითოეულ თემაზე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ნახონ თემატური პრეზენტაციები და ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.


სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მე -9, -10, -11 კლასების მოსწავლეებს. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე (იხ. სარეგისტრაციო ბმული).  


>>> სარეგისტრაციო ბმული <<<


მსურველებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ სკოლის მიმდინარეობას ლაივ რეჟიმში - თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუკის გვერდზე - FB თსუ საბავშვო უნივერსიტეტი. 

შესაძლებელი იქნება აგრეთვე დისკუსიაში ჩართვა ცალკეული თემის განხილვისას საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე.


ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა უფასოა. 

მსურველებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე:


>>> სარეგისტრაციო ბმული <<<


ზაფხულის სკოლა ჩატარდება:


18 – 28 ივნისს, 11.00   –  14.00 სთ.


ი.ჭავჭავაძის გამზ. N 1; თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა (პირველი კორპუსის ბაღში), მეორე სართული, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.


>>> ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:  597 222 616 ; junior@tsu.ge ; <<<



ზაფხულის სკოლის ხელმძღვანელები და პასუხისმგებელი პირები: 

დოქტ. მარინა ლომოური, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი;

დოქტორანტი გიორგი გრიგოლაშვილი, აბიტურიენტთა სამსახურის უფროსი;

დოქტორანტი დემეტრე მოდებაძე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტების კოორდინატორი.


უკან დაბრუნება »