თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-12

ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-12
18 მაისი, 2018
ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში 18-23 ივნისი 2018 წ. "ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ 12"

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას "ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ 12". სკოლა გაიმართება 2018 წლის 18-23 ივნისს. 


განაცხადის საფუძველზე სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოსწავლეებს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. გასაუბრება ჩატარდება 2018წ. 16 ივნისს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე თსუ-ს მე-11 (ბიოლოგების) კორპუსში, #350 ოთახში, რომლის შედეგადაც შეირჩევა 4 ასაკობრივი ჯგუფი. 

განაცხადების მიღება დაიწყება 2018 წლის 21 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა მოგვაწოდეთ თსუ-ს მე-11 კორპუსში, #350 ოთახში, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე (სამუშაო დღეებში) ან გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე informtb@gmail.com 

მიზანი: ღონისძიების „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ მიზანია ინტენსიური პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ამასთანავე გათვალისწინებულია შერჩეულ მოსწავლეთა ჯგუფის გამოყოფა, რომლისთვისაც (2018 წ. ოქტომბერი – დეკემბერი პერიოდში) ჩატარდება ყოველკვირეული შეკრება-ლექციები, რომელიც გულისხმობს გამოყენებითი მათემატიკური მეცნიერებების სწავლებას და ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას. ზემოაღნიშნულის განხორციელება ნავარაუდევია არამარტო საქართველოს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოსწავლეებისთვისაც. რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ადრეული ასაკიდან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.
საკონსულტაციო კომიტეტი: პროფ. თამაზ ვაშაყმაძე, პროფ. გურამ გაბრიჩიძე, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ომარ ფურთუხია, დოქტ. მარინა ლომოური, ბ-ნი იუსუფ ფ. გიულვერი.  



საკონტაქტო პირი და კოორდინატორი: ქ-ნი ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51).
დამხმარე კოორდინატორი:       ქ-ნი ჟუჟუნა ცქიფურიშვილი (597 06 62 97 ).
ელ-ფოსტა:   informtb@gmail.com 
ვებგვერდი:  https://www.facebook.com/nabijebi 



უკან დაბრუნება »