თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

#არაბარბარიზმებს

#არაბარბარიზმებს
18 დეკემბერი, 2017

კონკურსი სკოლებში „მოვუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ ატარებს კონკურსს საქართველოს სკოლებში თემაზე: „მოვუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესების ახსნა, მათში სიყვარულისა და მზრუნველობის გაღვიძება მშობლიური ენისადმი.

კონკურსი ეძღვნება უნივერსიტეტის დაარსების ასი წლისთავს.

კონკურსი ჩატარდება როგორც სკოლებს, ისე მოსწავლეებს შორის.

სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყობა ესეების კონკურსი თემაზე: „რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“.

კონკურსი სკოლებს შორის კი მიზნად ისახავს წაახალისოს სკოლებში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიების ან ღონისძიებათა ციკლის დაგეგმვა და ჩატარება.

კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ სკოლებსა და მოსწავლეებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, 2018 წლის 14 აპრილს.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

I ეტაპი - სკოლების რეგისტრაცია კონკურსში მონაწილეობისათვის, 2017 წლის დეკემბერი

II ეტაპი - საჯარო ლექციები კონკურსის მონაწილე მოსწავლეებისათვის, 2018 წლის იანვარი

III ეტაპი - ესეების კონკურსი. კონკურსში მონაწილე სკოლები შეარჩევენ სამ საუკეთესო ესეს კონკურსის ჟიურისთვის გადასაცემად, 2018 წლის თებერვალი

IV ეტაპი - სკოლებში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიების ან ღონისძიებათა ციკლის კონკურსი, 2018 წლის თებერვალი, მარტი

V ეტაპი - გამარჯვებული სკოლებისა და მოსწავლეების გამოვლენა ჟიურის მიერ, 2018 წლის მარტი

VI ეტაპი - გამარჯვებული სკოლებისა და მოსწავლეების დაჯილდოება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2018 წლის 14 აპრილი

მოსწავლეთა საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება ელექტრონულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით.

კონკურსში მონაწილეობისათვის გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ მისამართზე: konkursikartuliena@tsu.ge . წერილში მიუთითეთ სკოლის სახელი ან ნომერი, მისამართი, საკონტაქტო პირი, მისი თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.



უკან დაბრუნება »