თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

თსუ "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლა

თსუ "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლა
18 ოქტომბერი, 2017
ბიზნესითა და ეკონომიკით დაინტერესებული მოსწავლეების საყურადღებოდ:

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლა იწყებს ახალ სასწავლო წელს განახლებული ფორმატით - ეკონომიკის თეორიულ საკითხებს ემატება პრაქტიკული ბიზნეს-საქმიანობის უნარ-ჩვევების დაუფლება, ბიზნეს იდეების დამუშავება და მოდელირება. 
ამისათვის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სთავაზობს მოსწავლეებს სასწავლო-პრაქტიკულ მეცადინეობებს FabLab TSU-ში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქტის ნახაზები, შემდეგ კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. ასევე, ფაკულტეტზე შექმნილია Bloomberg-ის ფინანსური ბაზრების ლაბორატორია, რომელსაც  იყენებენ იელის, ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტები, ლონდონის ბიზნეს სკოლა და სხვა. 

პირველი შეხვედრა - ღია კარის დღე მოსწავლეებისათვის -
ჩატარდება 27 ოქტომბერს, პარასკევს, თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, აუდ. 206.
მსურველთა რეგისტრაცია ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 222 616 | junior@tsu.ge


უკან დაბრუნება »