თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ესეების კონკურსი

ესეების კონკურსი
11 სექტემბერი, 2017
❗მოსწავლეთა საყურადღებოდ❗
ნიკო ნიკოლაძე - ეროვნული/ევროპული ღირებულებები 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო და კერძო სკოლების მე-9-12 კლასების მოსწავლეებს სთავაზობს ესეების კონკურსს.
კონკურსანტმა უნდა შეადგინოს არგუმენტირებული ესე, ამისათვის:
შეარჩიოს ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის რომელიმე ასპექტი ან ეტაპი, მოახდინოს ძირითადი იდეის/დებულების ფორმულირება, განიხილოს ეს იდეა/დებულება ეროვნულ/ევროპულ ღირებულებათა კონტექსტში, გამოთქვას საკუთარი აზრი ამ იდეა/დებულებასთან დაკავშირებით (ეთანხმება თუ არ ეთანხმება), ახსნას თავისი პოზიცია (რატომ ეთანხმება ან არ ეთანხმება) და მოიყვანოს არგუმენტები და მაგალითები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.
ესე შესრულებული უნდა იყოს სტანდარტულ Word-ის ფაილში, მაქს. 300 სიტყვა, შრიფტი sylfaen, ზომა 12. მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი, გვარი.
❗ ესეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი ❗
შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება ქალაქ ფოთში.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის სამი გამარჯვებული მოსწავლის მგზავრობას ქ. ფოთში, დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 
თბილისში: 597 222 616, ფოთში: 599 873 303.

უკან დაბრუნება »