თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ესეების კონკურსი მოსწავლეებისათვის

ესეების კონკურსი მოსწავლეებისათვის
9 ივნისი, 2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო და კერძო სკოლების მე -9-1 2 კლასების მოსწავლეებს სთავაზობს ესეების კონკურსს , რომლის მიზანია ნიკო ნიკოლაძის - გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის , გაზეთების გამომცემლის , პუბლიცისტის , მეცნიერის , პოლიტიკოსის , განმანათლებლისა და სახელმწიფო მოხელის საქართველოში და საქართველოსათვის გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობის წარმოჩენა.

ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით განხორციელებულ სხვა უმნიშვნელოვანეს პროექტებთან ერთად, რომლებმაც აგრარულ საქართველოში ინდუსტრიალიზაციის პროცესებს დაუდო დასაბამი, უმნიშვნელოვანესია ქ. ფოთის , როგორც ევროპული საპორტო ქალაქისა და მსხვილი სამრეწველო ცენტრის შექმნა. ამიტომ სრულიად კანონზომიერია, რომ კონკურსის დასკვნითი ეტაპი  ქ.ფოთში, 27 სექტემბერს ჩატარდება.

კონკურსანტმა უნდა შეადგინოს არგუმენტირებული ესე, ამისათვის:

შეარჩიოს ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის რომელიმე ასპექტი ან ეტაპი, მოახდინოს ძირითადი იდეის/დებულების ფორმულირება, განიხილოს ეს იდეა/დებულება ეროვნულ/ევროპულ  ღირებულებათა კონტექსტში, გამოთქვას საკუთარი აზრი ამ იდეა/ დებულებასთან დაკავშირებით ( ეთანხმება თუ არ ეთანხმება ), ახსნას თავისი პოზიცია ( რატომ ეთანხმება ან არ ეთანხმება ) და მოიყვანოს არგუმენტები და მაგალითები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად . (არგუმენტირებული ესეს წერის წესს გაეცანით ბმულზე :  - - -

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე junior@tsu.ge , სადაც მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი , გვარი , სკოლა , კლასი , ტელ . ნომერი .

ესეს წარმოდგენის ბოლო ვადა - 15 სექტემბერი, 24:00სთ, ელექტრონულ ფოსტაზე junior@tsu.ge . ესე შესრულებული უნდა იყოს სტანდარტულ Word- ის ფაილში , მაქს . 300 სიტყვა , შრიფტი sylfaen, ზომა 12. მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი , გვარი .

შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება 27 სექტემბერს, 13:00 სთ- ზე. ქალაქ ფოთ ში, საქართველოს ჰიდროგრაფიის სამსახურის შენობაში.

 

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის სამი გამარჯვებული მოსწავლის მგზავრობას ქ. ფოთში, დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

თბილისში:   597 222 616 , ფოთში: 599 873 303.


უკან დაბრუნება »