თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

სტუმრად ბოლნისში შემდგომი ურთიერთობისათვის!!!!

2008 წლის 23 ნოემბერს , გიორგობის დღესასწაულზე , ბოლნისის ეპარქიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიწვევით ( ორგანიზატორი - მამა ბასილი , ბოლნისის წმინდა გიორგის სახელობის   ეკლესიის წინამძღვარი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატი , ადმინსტრაცია , სტუდენტთა თვითნმმართველობის   წარმომადგენლები და საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორები გავემგზავრეთ   ბოლნისში , რათა შეხვედრა მოგვეწყო ადგილობრივ მრევლსა და სკოლების   წარმომადგენლებთან .

  დავესწარით წმ . გიორგის სახელობის ეკლესიის ფუნდამენტის კურთხევას , ვნახეთ ადგილობრივი მოსწავლეების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა დავესწარით მეტად საინტერესო კონცერტს ადგილობრივი საბავშვო თვითშემოქმედი კოლექტივების მონაწილეობით , ამავე დროს მივაწოდეთ ინფორმაცია ფაკულტეტის საბავშვო უნივერსიტეტის , კერძოდ თსუ „ ნორჩ ეკონომისტ ის“   სკოლის   ფუნქციონირების   შესახებ . მათი ინტერესიდან   გამომდინარე   და ბოლნისის რამდენიმე სკოლასთან თანამშრომლობის მიზნით , მოვიწვიეთ მოსწავლეები თსუ „ ნორჩ ეკონომისტ ის“ სკოლაში მსმენელებად.  

  სასიამოვნო ფაქტი იყო 6 დეკემბერს , მამა ბასილის ინიციატივით და ხელშეწყობით , ბოლნისიდან ჩამოვიდა მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი . ისინი დარეგისტრირდნენ , როგორც ჩვენი სკოლის მუდმივი მსმენელები . იმ დღეს მათ დიდი ინტერესით მოისმინეს . . . მეცნიერებათა აკადემიის წევრ . კორ - ის    - პაატა კოღუაშვილის მეტად საინტერესო ლექცია '' სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ილია ჭავჭავაძე ."   იმედი გვაქვს ბოლნისის ეპარქიასთან და ბოლნისის სკოლებთან თანამშრომლობა გაგრძელდება .

ჩვენის მხრივ ვფიქრობთ , ნორჩი ეკონომისტის სკოლის მსმენელთა დაინტერესების მიზნით , გასვლითი ლექცია ჩავატაროთ ბოლნისში , რადგან   მიგვაჩნია , უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა ბოლნისის   ეპარქიასა და ფაკულტეტს შორის . თითოეული მოსწავლისათვის , კი ეს იქნება სტიმული შემდგომი ურთიერთობისათვის .

თსუ „ ნორჩ ეკონომისტ ის“   სკოლის    კოორდინატორი . უკლება

08.12.2008წ  




  გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში

  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს   ბოლნისის ეპარქიის მრევლთან , მეუფე ეფრემთან , მამა ბასილთან და   რაიონთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები აქვთ . ამ ურთიერთობების ფუძემდებელი გახლავთ ფაკულტეტის   მენეჯმენტის კათედრის პროფესორი გიორგი შიხაშვილი   და დეკანატი . სწორედ ამიტომ 2009 წლის   23 მაისს    საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედ " ნორჩი ეკონომისტის " სკოლის ინიციატივით მოეწყო გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში . თან      გვახლდნენ თსუ " ნორჩი ეკონომისტის " სკოლის    მოსწავლეები , პედაგოგები   და პროფესორ მასწავლებლები , რომლებიც ჩართულნი არიან     ამ პროექტში .            
   
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გველოდებოდნენ მეუფე ეფრემი და მამა   ბასილი დავესწარით დილის წირვას და   ღვთიურ მადლგადმოსულები ყველა ერთად გავეშურეთ რაიონის ბიბლიოთეკაში , დარბაზში   მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი სკოლების დირექტორებთან , რესურსცენტრის ხელმძღვანელთან , ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან , ბოლნისელი " ნორჩი ეკონომისტის " სკოლის მსმსნელებთან   და   ადგილობრივი     სკოლების      მოსწავლეების          მშობლებთან .
   
შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა მამა ბასილი . მადლობა გადაგვიხადა   სტუმრობისთვის   და      დალოცა         ყველა .
   
საბავშვო უნივერსიტეტის და კერძოდ '' ნორჩი ეკონომისტის "   სკოლის დანიშნულებასა და საქმიანობის შესახებ   ისაუბრა   ქალბატონმა მარი უკლებამ მან   დიდი სურვილი   გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის და სთხოვა სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელს უფრო მეტი   მსმენელი      მოავლინონ   თსუ " ნორჩი ეკონომისტის სკოლაში .
 
   ჩატარდა ლექცია თემაზე " რელიგია და ეკონომიკა ", რომელიც წაიკითხა პროფესორმა გიორგი შიხაშვილმა , ამავე თემაზე გაგრძელდა საუბარი   ეკლესიის   და კერძოდ მართლმადიდებლობის დანიშნულებაზე ისეთ რთულ რეგიონში , როგორიცაა ბოლნისის რაიონი . ბოლნისის რაიონის ისტორია გაგვახსენა და რაიონის დღვანდელობაზე გაამახვილა ყურადღება მამა ბასილმა და ამავე დროს გაგვაცნო ეკლესიის მუშაობის შემდგომი გეგმები . მეუფე ეფრემი , თავის მრევლთნ ერთდ , ძალ ღონეს არ იშურებს ერის გამთლიანებისა და მართლმადიდებლობის აღორძინებისათვის მოგვახსენეს , რომ ამ მხრივ აქვთ ძალიან საინტერესო პროექტი ქართული თემის ჩამოყალიბების შესახებ .   სასიამოვნო შეხვედრისათვის ყველას მადლობა მოახსენა   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა , ამავე დროს   მან   ხაზგასმით აღნიშნა   თუ რა დიდია   ეკლესიის    ფუნქცია   ქვეყნისა   და ერის წინაშე და განსაკუთრებით დღეს რაოდენ სასიამოვნოა , როდესაც ვისმენთ მეუფე ეფრემის   და   ბოლნისის ეპარქიის წინამძღვართა მოღვაწეობის შესახებ მართლაცდა     ამ          ულამაზეს       კუთხეში .
 
ღონისძიება გააშუქა   ადგილობრივ მა ტელევიზია მ, ქალბატონ მარი უკლება საინტერესო და ვრცელი   ინფორმაცია მიაწოდა   საბავშვო უნივერსიტეტის მუშაობის   შესახებ .  
  
  მოვილოცეთ აკაურთას სიონის ეკლესია , სადაც მამა ბასილმა   გადაიხადა პარაკლისი მან ასევე დამოძღვრა მოსწავლეები აქვე დაგვემშვიდობა ჩვენ კი გზა გავაგრძელეთ წუღრუღაშენის სალოცავისკენ სადაც უკვე გველოდებოდნენ იქაური მსახურნი .
  
მოვილოცეთ    და        შემდგომ         იყო      ტრაპეზი .
 
იყო საუბარი უამრავ   თემაზე , განსაკუთრებით უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ჩვენმა პროფესორ მასწავლებლებმა ბევრი საინტერესო   უამბეს მოსწავლეებს უნივერსიტეტის ისტორიიდან , რასაც   დიდი ინტერესით ისმენდნენ . და ბოლოს ნასიამოვნები და შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდით      თბილისში .
  
მადლობა ყველას .    

      30.05 2009 წ.