თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

შთაბეჭდილებები

ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტი საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედ ნორჩ ეკონომისტთა სკოლის მუშაობაში . მანძილის პრობლემიდან გამომდინარე , ვერ ვახერხებთ დავესწროთ ყველა ლექციას , თუმცა ქუთაისის მერიის თანადგომით , საშუალება გვეძლევა თვეში ერთხელ მაინც ვეწვიოთ საბავშვო უნივერსიტეტს .

  ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა 2 აპრილს . თსუ საბავშვო უნივერსიტეტის და ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მოგვიწყვეს მეტად საინტერესო შეხვედრა . თსუ რექტორის მრჩეველმა ქალბატონმა მარინა ლომოურმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია თსუ - ისტორიის , მისი დღევანდელი წარმატებების , მომავალი გეგმებისა და საბავშვო უნივერსიტეტის მნიშვნელობის   შესახებ . ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა ბატონმა ელგუა მექვაბიშვილმა მოგვითხრო ფაკულტეტის დაარსების ისტორია და მისი საქმიანობის შესახებ . და ბოლოს ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო მოგვესმინა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის ქალბატონ ირინა გოგორიშვილის ლექცია თემაზე " გლობალური ეკონომიკური კრიზისი , ინოვაციური განვითარება და საქართველო " და უშუალოდ მიგვეღო მონაწილეობა მის წარმართვაში . მივიღეთ უამრავი და ძალზედ საინტერესო ინფორმაცია საკითხებზე , რომლებიც უდიდეს როლს ასრულებს თანამედროვე სამყაროს განვითარებაში . ლექციამ შეგვძინა არა მხოლოდ ცოდნა , არამედ მსგავს საკითხებზე ფიქრისა და მსჯელობის გამოცდილება . ქალბატონი ირინა გოგორიშვილის პროფესიონალიზმმა კიდევ უფრო გაგვიღვივა მომავალი თანამშრომლობის სურვილი .

  ჩვენდა სასიხარულოდ , შევძელით 16 აპრილს დავსწრებოდით ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთ ლექციას , ამჯერად საერთაშორისო ბიზნესისა და ბიზნესის ადმინისტრირების შესახებ , რომელიც წაგვიკითხა   თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა თემურ შენგელიამ . ლექცია ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმიტომ , რომ განიხილებოდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები . თემის აქტუალურობიდან გამომდინარე , გაგვიჩნდა რამდენიმე შეკითხვა . შემდგომ ლექციის ფორმატი გაგრძელდა კითხვა - პასუხის რეჟიმში და ყველა ჩვენს დასმულ კითხვაზე ლექტორისაგან ამომწურავი პასუხები მივიღეთ .

  საერთო ჯამში , ორივე ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა წარმატებით . გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა , რომ მომავალში მეტი ინტენსივობით შევძლებთ საბავშვო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და მოგვეცემა საშუალება მოვისმინოთ მეტად საინეტერესო ლექციები , რომელსაც ასე გულუხვად გვთავაზობს ნორჩ ეკონომისტთა სკოლის კოორდინატორი ქალბატონი მარი უკლება .

  ჩვენის მხრივ კი დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მათ წარმომადგენლებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში , სადაც დაგეგმილია ჩატარდეს ერთობლივი კონფერენცია საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი " ნორჩ ეკონომისტთა " სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით .                          

 

ქუთაისის #11 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ,

ახალგაზრდული პარლამენტის წევრი ვერიკო დევიძე

 

   

 

    ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში სიარული , რომ დავიწყე დარწმუნებული ვიყავი ჩემი მოლოდინი გამართლდებოდა . ჩვენმა განვლილმა საინტერესო   მუშაობამ და ამ დღემ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში , რომ " ნორჩ ეკონომისტებს " არ ეძლევად საშუალება ერთფეროვნებით დაიღალონ , პირიქით აქ მოსვლით ჩვენ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობთ და აქ მიღებული ცოდნით   ყოველთვის შეგვეძლება ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ცხოვრების ტემპს .

     შთაბეჭდილება არაჩვეულებრივია . ველოდებით ქუთაისელებს სხვა ლექციებზეც !

 

 

სალომე პაჭკორია .

175- სკოლის XI კლასის მოსწავლე .



    29 ნოემბერს დავესწარი ლექციას თსუ - მაღლივ კორპუსში . მოცემული თემა შემი აზრით განხილული იყო საკმაოდ კარგად . ლექცია იყო საინტერესო . ლექტორი საუბრობდა თანამედროვე ეპოქის იმ პრობლემებზე , რომლებიც საქართველოში ძალიან აქტუალურია , ამან ჩემში უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია . ჩემი აზრით სასურველი იქნებოდა ლექციის ხანგრძლივობა გაიზარდოს . თემები უფრო სიღრმისეულად განგვეხილა .

                                 153- სკოლის მოსწავლეები : გოგა ბრეგვაძე , სალომე კაპანაძე , ნინო ნაცვლიშვილი                     29.11.2008

             მე ვარ თიკო კუპრაძე , ვსწავლობ N 182 სკოლაში . ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში იმიტომ მოვედი , რომ გავცნობოდი ეკონომიკის ფაკულტეტს , რადგან შემდგომში მსურს სწავლა გავაგრძელო ამ უნივერსიტეტში და ამ ფაკულტეტზე . ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში ყველაზე მეტად მომეწონა ქალბატონი ეთერ ხარაიშვილის მიერ ჩატარებული ლექცია , რადგან იგი საკმაოდ ღრმად გვესაუბრა მიკროეკონომიკაზე , რაც ძალიან საინტერესო იყო პირადად ჩემთვის .

                                                                                                 თიკო კუპრაძე ,  N 182   სკოლის მოსწავლე                                 29.11.2008

 

                 ჩემი შეხედულებები

               ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს პირველად დავესწარი და კარგი შთაბეჭდილებებიც დამრჩა . ეკონომიკა ჩემი უსაყვარლესი საგანია . ჯერ მხოლოდ სამ ლექციას დავესწარი და ბევრი , საინტერესო რამ გავიგე და ავითვისე . ლექტორები საკმაოდ ყოვლისმომცველად გვიყვებოდნენ ეკონომიკის სხვადასხვა დარგისა და საკითხების შესახებ . ამ ლექციებიდან , არამარტო ჩემი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარე შევისწავლე , არამედ , ყოველდღიურ ცხოვრებაში , ეკონომკურ საკითხებში , გადაწყვეტილებების მიღებაც ვისწავლე , რაც ჩემი აზრით ყველაზე მთავარია . იმედია ეკონომიკის შესწავლა გაგრძელდება და ისეთივე საინტერესო იქნება , როგორც დღეს .

                              ირმა კეკეკლია ,        . თბილისის N 87 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე                         06.12.2008

 

           " ჩემი შეხედულებები ლექციებზე განხილული საკითხების შესახებ ( რა მომწონს და რა არა )"

ეკონომიკა ერთერთი ყველაზე საინტერესო და პრაქტიკული მეცნიერებაა , რომელიც ყველა სახელმწიფოს წარმმართველია . ქვეყნის წარმატებაც და წარუმატებლობაც ეკონომიკაზე დამოკიდებული . ამასთანავე ეს ის სფეროა რომელშიც ნებსით თუ უნებლიეთ ყველა ადამიანია ჩართული . ჩემთვის , როგორც ცალკეული პიროვნებისათვის ეკონომიკა საინტერესოა , ერთის მხრივ იმიტომ , რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ეკონომიკა უდიდეს ადგილს იკავებს მის განვითარებაში . მეორეს მხრივ ეს სფერო მაინტერესებს , როგორც საზოგადოების წევრს . ლექციებზე მიმდინარეობდა საუბარი ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა : საერთაშორისო ეკონომკური ურთიერთობები , მიკროეკონომიკა   და მაკროეკონომიკა , საქართველოს მოსახლეობა და შრომითი პოტენციალი . თითოეული საკითხი ძალინ საინტერესოდ იყო გაშუქებული და შეეხებოდა ქვეყნის რეალურ ყოფას . ბევრი რამ სულ სხვა თვალით დავინახე და დავიწყე იმ ეკონომიკური საკითხების ძიება , რომელიც ძალიან მომეწონა .

მართალია , ეს ყოველივე ზოგადად განვიხილეთ , მაგრამ , ვფიქრობ ამ ეტაპზე საკმაო ცოდნა შევიძინე ეკონომიკის , როგორც მეცნიერების შესახებ და რაც მთავარია , სურვილი გამიჩნდა უფრო ღრმად შევისწავლო ეს სფერო .

                                                                                                          ანნა მებონია ,  N 87 საჯარო სკოლის მოსწავლე              13.12.2008 

D

D ალიან მომწონს ლექციები ეკონომიკაში , რომელიც გვიტარდება მა ლივ კორპუს .

   არიან არა ჩვ ეულებრივი ლექტორები და ერ ლექციაც კი ძ ალიან დიდ ცოდნას ენს . ავიდან ვფიქრობდი ეკონომიკის ლექცია რად მინდა მე ქი , მაგრამ როცა მივედი და დავესწარი , მის შემდეგ , არცერ არ გამიცდენია . ლექციაზე ალიან სასიამოვნო სიტუაცია და ატმოსფეროა . ამას ან გავიცანი სხვა სკოლის მოსწავლეები და ალიან მოხარული ვარ .

  დიდი მადლობა ველას ამ პროექტის განხორციელებისთვის !    
          
მარიამ თათარიძე , 87- სკოლის მოსწავლე ..... 

17.12.2008 .

                          

გამარჯობათ !!!

     მე ძალიან მომწონს ნორჩი ეკონომისტებისთვის მაღლივ კორპუსში ჩატარებული    ლექციები .   თითქმის ყველა ლექციას დავესწარი და უფრო გავიღრმავე ცოდნა ეკონომიკის დარგში . ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ჩვენი თაობა რაც შეიძლება კარგად ერკვეოდეს ეკონომიკაში , კარგია რომ ეკონომიკის შესაწავლა უკვე სკოლებშიც დაიწყო და როცა გავიგე  " ნორჩ ეკონომისტთა სკოლის  " შესახებ ძალიან გამეხარდა . პირველ რიგში მოსწავლეები უფრო ბევრ ინფორმაციას მივიღებთ ეკონომიკის დარგში და მეორეც გვაქვს ურთიერთობა ლექტორებთან , რომელიც ძალიან საინტერესოდ გვიყვებიან მსოფლიოში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე . ძალიან მოხარული ვარ , რომ ვარ ნორჩი ეკონომისტი .     

87- საჯარო სკოლის 12- კლასის მოსწავლე ქეთი შიოშვილი .