თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
ENG

ინფორმაცია სკოლის შესახებ

 

 

  თსუ საბავშვო უნივერსიტ ეტის ფარგლებში მოქმედი

 

 " ნორჩი ეკონომისტის სკოლ "

 

 

  მოგეხსენებათ , რომ უნივერსიტეტში დიდ ხანია ფუნქციონირებდა ნორჩი ქიმიკოსის , მათემატიკოსის , ფიზიკოსის , ლიტერატ რის და . . საბავშვო წრეები , მაგრამ სკოლის მოსწავლეებისათვის მსგავსი არ იყო ეკონომიკის განხრით .

   2008/09 სასწ . . ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პირველად ჩამოყალიბდა საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი " ნორჩი ეკონომისტის " სკოლა , რაც განხორციელდა თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით , ასევე ფაკულტეტის ხელმძღვანელობის დიდი ხელშეწყობით და თანადგომით . დეკანატის გადაწყვეტილებით სკოლის კურატორობა დაევალა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის უფროსს სპეციალისტს მარი უკლებას .

" ნორჩი ეკონომისტის " სკოლა მუშაობას შეუდგა 2008 წლის 1 ნოემბერს . ჩატარდა ღია კარის დღე . მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები , თბილისის რესურს ცენტრების ხელმძღვანელები,      თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი , ფაკულტეტის დეკანი , პროფესორ მასწავლებელები , ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და წევრები .

ამ დღეს დაახლოებით 120 მოსწავლემ გაიარა რეგისტრაცია .

2008/09 სასწავლო წელს ყოველ შაბათს მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში 11 საათზე იკრიბებოდა დაახლოებით 20 საჯარო სკოლიდან IX, X, XI და XII კლასის , ეკონომიკის შესწავლით დაინტერესებული 100- მდე მოსწავლე . აუდიტორია მუდამ სავსე იყო მსმენელებით .    არ შეიძლება არ აღინიშნოს , რომ " ნორჩი ეკონომისტის " სკოლის მსმენელთა რიგებში იყვნენ #131 არაქართულენოვანი საშუალო სკოლის 15 მოსწავლე და ამავე დროს ბოლნისის რაიონის სხვადასხვა სკოლებიდან X, XI და XII კლასის 25 მოსწავლე , რომლებიც ორგანიზებულად ესწრებოდნენ ლექციებს .

ფაკულტეტის პროფესორებმა ( ძირითად კონტინგენტს ლექტორებისა წარმოადგენდა სრული პროფესორები , კათედრის გამგეები ) ძალიან საინტერესო ლექციები წაუკითხეს მოსწავლეებს . პროფესორებთან წინასწარი შეთანხმების   საფუძველზე შედგა ლექციების ჩატარების განრიგი , რის მიხედვით პროფესორები ლექციებს სხვადსხვა თემატიკაზე კითხულობდნენ განსაზღვრულ დღეს და დროს . ლექციის ჩატარების ფორმატი იყო შერჩეული : 40-50 წთ - იანი ლექცია და შემდეგ ურთიერთობა გადადიოდა კითხვა - პასუხის რეჟიმში .

თსუ   საბავშვო უნივერსიტეტის ვებ გვერდ ზე „ნორჩი ეკონომისტი“ სისტემატიურად შუქდება სკოლის საქმიანობა , რაც კარგი საშუალებაა მსმენელთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის .

 

1.             2008/09 სასწავლო წელს ჩატარებული ლექციების თემატიკა : ეკონომიკა როგორც მეცნიერება

2.             მიკროეკონომიკის ლაბირინთებში

3.             მაკროეკონომიკის განმარტება და რაობა

4.             საერთაშორისო ვაჭრობა და სართაშორისო საფინანსო ნაკადები   

5.        საქართველოს მოსახლეობა სტატისტიკის სარკეში : ისტორია , თანამედროვეობა , მომავალი .

6.             შრომის ეკონომიკა და მოსახლეობის მიგრაცია

7.             სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ილია ჭავჭავაძე

8.             დროის მენეჯმენტი

9.             მარკეტინგი და თანამედროვეობა

10.         მონოპოლიის არსი და ანტიმონოპოლიური სამსახურები

11.         თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მახასიათებლები

12.         ბიზნესის ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა

13.         ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საფუძვლების შესავალი

14.         საჯარო ფინანსები

15.         მაკროეკონომიკური რყევები

მათემატიკის გამოყენება ეკონომიკურ გამოკვლევებში

 

   " ნორჩი ეკონომისტის " სკოლის კურატორის მარი უკლებას ინიციატივით და ორგანიზატორობით , ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატისა და სტუდენტური თვითმმართველობის დახმარებით , გაზაფხულზე მოეწყო გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში . სხვადასხვა სკოლების 80 მოსწავლე წავიყვანეთ ექსკურსიაზე . იყვნენ წარმომადგენლები სკოლებიდან და ფაკულტეტიდან პროფესორ - მასწავლებლები . ბოლნისელებმა მოგვიწყვეს შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში და ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებთან ერთად მოისმინეს ლექცია თემაზე " ქრისტიანობა და რელიგია ", რომელიც წაიკითხა პროფესორმა გიორგი შიხაშვილმა . მოვილოცეთ ქართული სალოცავები .

   სასწავლო წლის ბოლოს ივნისში ჩატარდა წერითი გამოკითხვა მათი ცოდნის შემოწმების მიზნით . მსმენელთა უმეტესობამ გამომაჟღავნა შეძენილი ცოდნის მაქსიმუმი .

   2009 წლის ივნისის თვეში მოეწყო " ნორჩი ეკონომისტის " სკოლის მოსწავლეთა   საზეიმო გამოშვება . ( ორგანიზატორი და შემსრულებელი მარი უკლება , დახმარება და თანადგომა ფაკულტეტის დეკანატი და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე )

მოწვეული სტუმრები :

1.    პროექტში აქტიურად ჩაბმული სკოლების დირექტორები ;

2.    " ნორჩი ეკონომისტის " სკოლის 100- მდე მსმენელი და მშობლები ;

3.    ბოლნისის სკოლების დირექტორები , მოსწავლეები და მშობლები ;

4.    სხვადასხვა სკოლის ეკონომიკის პედაგოგები ;

5.    თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი , დეპარტამენტის თანამშრომლები ;

6.    გაზეთი " თბილისის უნივერსიტეტი "

7.    ფაკულტეტის დეკანი ;

8.    ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ;

9.    ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამასახურის ხელმძღვანელი ინეზა გაგნიძე

10.        პროექტში მონაწილე პროფესორები : ელგუჯა მექვაბიშვილი , ეთერ ხარაიშვილი , ნოდარ ხადური ,    კლიმენტი აჩელაშვილი , ირინა გოგორიშვილი , ჩარიტა ჯაში , ფრიდონ ბურდული , პაატა კოღუაშვილი , მირიან ტუხაშვილი , მიხეილ ჩიკვილაძე , მერაბ ხმალაძე , გოგი შიხაშვილი , მურთაზ მაღრაძე , ნაზირა კაკულია და სხვ .

11.        ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და წევრები .

    საპატიო დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცა პროექტში მონაწილე ყველა პროფესორს ;

   სერთიფიკატები კი გადაეცათ " ნორჩი ეკონომისტის " სკოლის 20- მდე წარჩინებულ , აქტიურ და ყველაზე პატარა 2 (VI კლასი ) მსმენელს . ასევე გამორჩეული მოსწავლეები დავაჯილდოვეთ საუკეთესო წიგნებით ;

ამით " ნორჩი ეკონომისტის " სკოლ ამ 2008/09 სასწ . . მუშაობა და მთავრა .